ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება, ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში. აღნიშნულით მიქელაძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, აქვს თუ არა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის უფლება.
მიქელაძის თქმით, ჯერჯერობით უცხო ქვეყნის მოქალაქის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვის ფაქტი არ დადასტურებულა. მისივე განმარტებით, თუ იქნება მსგავსი ფაქტი, საარჩევნო ადმინისტრაციას ექნება კანონის შესაბამისი რეაგირება.
„კანონმდებლობით არის განსაზღრული შესაბამისი კრიტერიუმები, როდის შეიძლება, რომ იყოს ჩართული მოქალაქე ან პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში და ვის ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება.
ერთ-ერთი მათგანი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და ამასთან დაკავშირებით თუ იქნება მსგავსი პრეცედენტი, საარჩევნო ადმინისტრაციას მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება და ახლაც იმოქმედბს კანონის შესაბამისად”,- განაცხადა ანა მიქელაძემ.