პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭოს საბურთალოს რაიონის წევრი თორმეტი ქალი წარადგინა. როგორც "ლელოს" ინფორმაციაშია აღნიშნული, წარდგენის ღონისძიებას „ლელოს" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და „ქალთა საბჭოს" ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი ესწრებოდნენ. ქალთა საბჭოს წევრები არიან: რუსუდან ციციშვილი, ეკა ასლანიდი, თამრიკო ჯიქია, იზოლდა კვარაცხელია, ელენე როინიშვილი, ნანა ღლონტი, მაია მაჭარაშვილი, მარიამ მამულაშვილი, ლელა გველუკაშვილი, ლალი გუჯეჯიანი, თამრიკო ჭანტურია, სალომე მულაძე. „ლელოს" ქალთა საბჭოს...
წინა სტატია ძალიან უცნაური შემთხვევაა - ქელეხი იკრძალება, ქორწილი იკრძალება და წინასაარჩევნო შეხვედრა არ იკრძალება. ეს რა ლოგიკაა, ცოტა ვერ ვხვდები, წინასაარჩევნო შეხვედრაზე იმუნიტეტი აქვს ხალხს ამაღლებული, ნაკლები ხალხი მოდის, ვიდრე ქორწილში და ქელეხში თუ როგორ არის ეს ამბავი?, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტია „მოქალაქეების" თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილმა არ გამორიცხა, რომ მისმა პარტიამ წინასაარჩევნო სტრატეგიას გადახედოს. „ძალიან უცნაური...
ვაკის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ლელოს საქართველოსთვის“ კანდიდატის, ლევან კობერიძის განცხადებით, საქართველომ მხოლოდ „შეკეტვის ფაზა“ გაიარა და ხელისუფლება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მართვის ფაზაზე არასდროს გადასულა. როგორც კობერიძემ ბრიფინგზე განაცხადა, „ლელომ“ შეიმუშავა რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც „ეპიდემიოლოგიური სიტუაციის კონტროლზე აყვანისთვის აუცილებელ ნაბიჯებს“ ითვალისწინებს. ამასთან, კობერიძის თქმით, „ლელოს“ რეკომენდაციებში გაწერილია ეპიდვითარებიდან გამომდინარე როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები. „ხელისუფლება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ფონს იყენებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ამ პოლიტიკურ ინტერესს არის დაქვემდებარებული...
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა. მოსახლეობამ გზის მოთხოვნით მესამე აქცია, ამჯერად ცენტრალურ გზაზე გამართა. მათი თქმით, გზა დაზიანებულია, გადაადგილებას ვერ ახერხებენ, ადგილობრივი ხელისუფლება კი ყურადღებას არ აქცევს. ადგილობრივებს გზის გადაკეტვის უფლება პოლიციამ არ მისცა, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა. აქციას პატია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.მისი თქმით, თუ წყალტუბოს მერიამ რეაგირება არ მოახდინა, აქცია მერიის შენობასთან გაიმართება.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, - აცხადებენ ზუგდიდის მერიაში. როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდში წყალარინების სისტემების მოწყობა გრძელდება. „ახალი პროექტით, ზუგდიდში დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ქალაქ ზუგდიდში დამატებით 2 000-მდე ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს. რვა ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ...
video
დღეს, 11 სექტემბერს, სოციალურ ქსელ facebook-ში მოქალაქე იზო ბარამიძემ გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ასახულია, თუ როგორ იტვირთება პროდუქტები დატვირთული ავტომანქანიდან „ქართული ოცნების“ ქედის საარჩევნო შტაბში. აღნიშნული კადრები გავრცელდა მედიასაშუალებებითაც. სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს მედია-კლუბი“ ინფორმაციის გადასამოწმებლად, თუ რისთვის იყო განკუთვნილი აღნიშნული პროდუქტი, დაუკავშირდა N30-ე (ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები) საარჩევნო ოლქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ანზორ ბოლქვაძეს, რომელიც აცხადებს, რომ...
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ადასტურებს, რომ ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის ერთ-ერთ კანდიდატად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას კანდიდატურა მუშავდება. როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების სია საზოგადოებისთვის 5-6 დღეში გახდება ცნობილი, უშუალოდ ზუგდიდში კი სხვა კანდიდატებს შორის გიული ალასანიაც მოიაზრება. „რამდენიმე კანდიდატში ისიც მოიაზრება.გამორიცხული არაა, გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ“,-განაცხადა გოცირიძემ. რაც შეეხება ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას,...
კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს სკოლები უზრუნველყოფენ, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც დგებუაძემ აღნიშნა, ასევე გაგრძელდება პროექტი „ტელესკოლა“, რომლის ფარგლებშიც პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით გაკვეთილები უკვე ჩაწერილია. „სამინისტრომ უკვე უზრუნველყო სახელმძღვანელოებისა და პირველკლასელებისთვის კომპიუტერების მიწოდება. სკოლები დააორგანიზებენ კომპიუტერებისა და სახელმძღვანელოების მოსწავლეებისთვის მიწოდების პროცესს. გარდა ამისა, ზაფხულის განმავლობაში პანდემიის გამო...
გორის მერიის ინფორმაციით, წედისში, ბნავისსა და ოლოზში ახალი სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 1 048 993 ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 400 - მდე ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება. „სამივე სოფელი წყალს ერთი სათავე ნაგებობიდან მიიღებს. თოთოეული სოფელს კი მოემსახურება ინდივიდუალური სასმელის წყლის სისტემა - რეზერვუარი, საქლორატორო და შიდაგამანაწილებელი ქსელი. იგეგმება ინდივიდუალური მრიცხველებიც დამონტაჟდება. ამ ეტაპზე, სამივე სოფელი...
დღეს, 11 სექტემბერს ჩხოროწყუში "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ადგილობრივებს ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ბელქანია წარუდგინა. ღონისძიებას პარტიის სხვა ლიდერებიც ესწრებოდნენ. "ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მისი ბიზნესიდან პოლიტიკაში წასვლის მიზეზებზე ისაუბრა და ადგილობრივებს ლელოს “მარშალის გეგმის” მნიშვნელობა განუმარტა. "ჩემი პოლიტიკაში მოსვლა არის სერიოზული გადაწყვეტილება, წამოვედი ბიზნესიდან იმიტომ, რომ ვემსახურო ჩემს ქვეყანას აქედან. ჩემს მეგობრებთან ერთად ქვეყანას გამოვიყვანთ სიღატაკიდან, ნეპოტიზმიდან და უიმედობიდან. ამას შევძლებ,...
არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს დღეიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლიათ. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ცესკომ უკვე დაადგინა. ცესკოს განცხადებით, ვინაიდან პარლამენტის საერთო, ასევე საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ერთსა და იმავე დღეს გაიმართება, განისაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისათვის. ცესკომ არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისათვის დაადდინა მათ მიერ წარსადგენი კანდიდატურებისათვის საჭირო მხარდამჭერების მინიმალური ოდენობა....
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდში საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. „90 ბავშვზე გათვლილი სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. საკლასო ოთახების გარდა, კეთილმოეწყობა სკოლის ეზოც. დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. საქართველოს რეგიონული...
ჭავჭავაძის გამზირზე ლურჯი ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 11 სექტემბერს, დილით მოხდა. დაშავებული ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ აბტობუსი ქვეითს ბას ლაინზე დაეჯახა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. შსს-ში ფორმულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე...
მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალი შუქნიშანი დამონტაჟდება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსებული საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშნის რეკონსტრუქცია/ რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის 57 745 ლარიანტი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს. როგორც მარნეულის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე აცხადებს, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს. "უახლოეს დღეებში დაიწყება რუსთავილის ქუჩაზე არსებული შუქნიშნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ჩვენ ვაფორმებთ ხელშეკრულებას ტენდერში გამარკვებულ კომპანია „გზაჯვარედინთან“. შუქნიშანი...
რუსთავში, 22 ტერიტორიაზე, პოლიტიკური სუბიექტებისთვის საარჩევნო-სააგიტაციო პლაკატების გასავრცელებლად სტენდები განთავსდა. რუსთავის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ადგილებზე სტენდები რუსთავის მერიის “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა განათავსეს. სტენდები ქალაქის შემოსასვლელში, ცენტრალურ გამზირებზე, პოლიციის, ფოსტისა და მსხვილი სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საკრებულომ ასევე, იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელზეც საარჩევნო მასალების განთავსებაა აკრძალული. კერძოდ, აკრძალულია: 1. რელიგიური და საკულტო ნაგებობები; 2. კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები; 3. სახელმწიფო ხელისუფლებისა...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და 5 მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. როგორც მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ისე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები, საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად, 31ოქტომბერს გაიმართება. საკრებულოების შუალედური არჩევნები ქალაქ თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება.  მერების რიგგარეშე არჩევნები კი კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ