ჭავჭავაძის გამზირზე ლურჯი ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 11 სექტემბერს, დილით მოხდა. დაშავებული ქალი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. სატრანსპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ აბტობუსი ქვეითს ბას ლაინზე დაეჯახა. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.
შსს-ში ფორმულას უთხრეს, რომ საქმეზე გამოძიება დაიწყო 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე თუ რაღაც სასწაულს არ ჩადიხარ, შეუძლებელია ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს.
ფოტოს ავტორი: ტაბულა