წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯას მოსახლეობამ გზის გადაკეტვა სცადა. მოსახლეობამ გზის მოთხოვნით მესამე აქცია, ამჯერად ცენტრალურ გზაზე გამართა. მათი თქმით, გზა დაზიანებულია, გადაადგილებას ვერ ახერხებენ, ადგილობრივი ხელისუფლება კი ყურადღებას არ აქცევს.
ადგილობრივებს გზის გადაკეტვის უფლება პოლიციამ არ მისცა, რასაც ადგილზე ხმაური მოყვა. აქციას პატია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა.მისი თქმით, თუ წყალტუბოს მერიამ რეაგირება არ მოახდინა, აქცია მერიის შენობასთან გაიმართება.