გორის მერია: წედისში, ბნავისა და ოლოზში ახალი სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა

845

გორის მერიის ინფორმაციით, წედისში, ბნავისსა და ოლოზში ახალი სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 1 048 993 ლარია. სამუშაოების დასრულების შემდეგ 400 – მდე ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება.

„სამივე სოფელი წყალს ერთი სათავე ნაგებობიდან მიიღებს. თოთოეული სოფელს კი მოემსახურება ინდივიდუალური სასმელის წყლის სისტემა – რეზერვუარი, საქლორატორო და შიდაგამანაწილებელი ქსელი. იგეგმება ინდივიდუალური მრიცხველებიც დამონტაჟდება. ამ ეტაპზე, სამივე სოფელი გაუმართავი და მოძველებული სისტემით სარგებლობს, რის გამოც ადგილობრივებს წყალი შეფერხებით მიეწოდებათ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.