რუსთავში სააგიტაციო მასალებისთვის სტენდები დაიდგა

376

რუსთავში, 22 ტერიტორიაზე, პოლიტიკური სუბიექტებისთვის საარჩევნო-სააგიტაციო პლაკატების გასავრცელებლად სტენდები განთავსდა. რუსთავის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ადგილებზე სტენდები რუსთავის მერიის “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა განათავსეს. სტენდები ქალაქის შემოსასვლელში, ცენტრალურ გამზირებზე, პოლიციის, ფოსტისა და მსხვილი სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საკრებულომ ასევე, იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელზეც საარჩევნო მასალების განთავსებაა აკრძალული. კერძოდ, აკრძალულია:

1. რელიგიური და საკულტო ნაგებობები;

2. კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები;

3. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების ინტერიერი და ექსტერიერი;

4. სასამართლოს შენობა-ნაგებობები;

5. პროკურატურის შენობა-ნაგებობები;

6. სამხედრო შენაერთების შენობა-ნაგებობები;

7. პოლიციის შენობა-ნაგებობები;

8. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების შენობა-ნაგებობები;

9. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დანაყოფების შენობების ინტერიერი და ექსტერიერი;

10. საგზაო ნიშნები;

11. საგანმანათლებლო დაწესებულებები;

12. ბაგა-ბაღები და სხვა აღმზრდელობითი დაწესებულებები;

13. ბიბლიოთეკები;

14. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე;

15. ძეგლები და ბიუსტები;

16. თეატრის შენობა;

17.რუსთავის ციხე სიმაგრე;

18. მუზეუმის შენობა;

19. კულტურული ხასიათის დაწესებულებები;

20. შენობები, სადაც განთავსებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;

21. შარტავასა და ხალხთა მეგობრობის გამზირების რეაბილიტირებული შუა გამყოფი ზოლი;

22. რეაბილიტირებული სახლის ფასადები;

23. გარე განათების ბოძები, გარდა წინამდებარე განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ადგილებისა.