ზუგდიდის მერია: მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება

707

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გრძელდება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით, მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, – აცხადებენ ზუგდიდის მერიაში.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, ზუგდიდში წყალარინების სისტემების მოწყობა გრძელდება.

„ახალი პროექტით, ზუგდიდში დამატებით რვა ქუჩაზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა და ქალაქ ზუგდიდში დამატებით 2 000-მდე ადამიანი წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

რვა ქუჩაზე კანალიზაციის სისტემის მოსაწყობად საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ტენდერი გამოაცხადა. პროექტის სავარაუდო ღირებულება 4 მილიონ ლარზე მეტია. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში უნდა დაასრულოს. მონაწილეობის მსურველთათვის წინადადების მიღება 28 სექტემბერს დასრულდება.

სამუშაოების ფარგლებში ყაზბეგის, ჯიქიას, ხელაიას, საირმის, ბარამიას, აღმაშენებლის (მიმდებარე ჩიხებით), თავისუფლებისა (მიმდებარე ჩიხებით) და კოსტავას ქუჩებზე წყალარინების ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე, წყალარინების სისტემაში ჩაერთვება სოფელ ინგირში კოლექტორის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა.

ქალაქ ზუგდიდში კანალიზაციის სისტემა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო,

ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს, შედეგად ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოუგვარდება და 54 000 ადამიანს 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება.

ასევე, ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს“, – ნათქვამია ზუგდიდის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.