მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ახალი შუქნიშანი დამონტაჟდება

771

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალი შუქნიშანი დამონტაჟდება. ადგილობრივმა თვითმმართველობამ რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსებული საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშნის რეკონსტრუქცია/ რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვისათვის 57 745 ლარიანტი ტენდერი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

როგორც მარნეულის მერის მოადგილე, ლაშა ლობჯანიძე აცხადებს, გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება მიმდინარეობს.

“უახლოეს დღეებში დაიწყება რუსთავილის ქუჩაზე არსებული შუქნიშნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ჩვენ ვაფორმებთ ხელშეკრულებას ტენდერში გამარკვებულ კომპანია „გზაჯვარედინთან“. შუქნიშანი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ადაპტირებული იქნება. ამ პროექტს ექსპერტიზა გავლილი აქვს და რა თქმა, უნდა მოაგვარებს რუსთაველის ქუჩაზე არსებულ გარკვეულ შეფერხებებს საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ შესაძლებელია, რომ ჩვენ პარკირების მოგვარებაზე გადავიდეთ. ალბათ, ეს იქნება სამომავლო პროექტი“, – აცხადებს ლონჯანიძე.

უსინათლო სურიკ ჩიჩიანი რადიო „მარნეულს“ ეუბნება, რომ შუქნიშნის ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის დამოუკიდებლად გადადგილების შესაძლებლობა იქნება”

“უსინათლო ადამიანისთვის გზაზე გადასვლა დაბრკოლებაა და როცა შუქნიშანი თვითონ აცნობებს მას თუ როდის შეუძლია გადასვლა გზაზე, ეს არის დიდი პლიუსი უსინათლოსთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იქნება ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. როდესაც შუქნიშანთან დგახარ და ხარ მარტო, გზაზე გადასვლა ხომ გინდა? გიწევს, რომ სხვას კითხო როდის ინთება წითელი, როდის შემიძლია გადასვლა და ა.შ, რაც დისკომფორტია. გარდა ამისა, შუქნიშნის ადაპტირების შემთხვევაში უკვე სხვაზე აღარ ხარ დამოკიდებული”.

რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსებული საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშნის რეკონსტრუქცია/ რეაბილიტაციის სამუშაოების „გზაჯვარედინმა“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა შეასრულოს