არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიებსა და საინიციატივო ჯგუფებს დღეიდან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლიათ. საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი ცესკომ უკვე დაადგინა.
ცესკოს განცხადებით, ვინაიდან პარლამენტის საერთო, ასევე საკრებულოს შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნები ერთსა და იმავე დღეს გაიმართება, განისაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა არჩევნებში ჩართული სხვადასხვა მხარისათვის.
ცესკომ არჩევნებში მონაწილე საინიციატივო ჯგუფებისათვის დაადდინა მათ მიერ წარსადგენი კანდიდატურებისათვის საჭირო მხარდამჭერების მინიმალური ოდენობა. იქიდან გამომდინარე, რომ ხელმოწერების რაოდენობა განისაზღრება ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების ერთი პროცენტის მიხედვით, შესაბამისად, სხვადასხვა ოლქისთვის ხელმოწერების რაოდენობა არის განსხვავებული.
საკრებულოს შუალედური არჩევნები თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში ჯამში 39 საარჩევნო უბანზე გაიმართება. ხოლო მერების რიგგარეშე არჩევნები კასპის, ონის, თერჯოლის, ხარაგაულის და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში 254 საარჩევნო უბანზე გაიმართება.