რუსთავის ქუჩები სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით დასუფთავდება. IძUძU-ს მარკის იაპონურ სპეც.ტექნიკას ქვაფენილისა და ასფალტბეტონის ზედაპირის დასუფთავება შეუძლია. ტექნიკას ელექტრომნამავი საშუალება გააჩნია და აქვს მტვერსასრუტის ფუნქციაც, რომელსაც გზიდან 6 მეტრის მოშორებით შეუძლია ველობილიკების ან ტროტუარების დასუფთავება .
აღნიშნული სპეც.ტექნიკის შესაძენად რუსთავის სერვისცენტრმა ტენდერი გამოაცხადა, დასუფთავების ახალი ავტომობილის ღირებულება 260 000 ლარია.
გორში, საბავშვო ბაღების თანამშომლები ოქტომბრიდან გაზრდილ ხელფასს მიიღებენ. გორის მერის ინფორმაციით, ამის შესახებ მთავრობამ დაპირება რამდენიმე თვის წინ გასცა, რომლის ასახვა ადგილობრივმა თვითმმართველობამ ბიუჯეტში გეგმის მიხედვით, ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე განახორციელა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომლები გაზრდილ ანაზღაურებას კორონავირუსის გავრცელების გამო შესაძლო სწავლის გადადების მიუხედავად მაინც მიიღებენ.
"ხელისუფლებისგან საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა მიიღეს დაპირება, რომ ახალი სასწავლო წლიდან ხელფასები...
ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა სრულდება.
ფოთის მერიის ინფორმაციით, მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნესდარბაზი. სპორტულ კომპლექსში ეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის. განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.
სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს ქალაქ ფოთის...
ვაშლიჯვარში თოფურიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 6 687 კვადრატულ მეტ ფართობზე მოეწყობა LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები, საჩრდილობლები და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე ტრენაჟორები განთავსდა.
სკვერში იაპონური კულტურისა და არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები იქნება გამოყენებული. ეწყობა წყალ-მცენარეებით გაწყობილი აუზი, რომელზეც საფეხმავლო ხიდი განთავსდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ტაო“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 681...
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა რეფორმატორმა ასოციაციამ“, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ფოთის მერიის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა. ინფორმციას სამაუწყებლო კომპანია მეცხრე ტალღა ავრცელებს.
არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილ პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველობის სკოლა“ ეწოდება და 20 ფოთელ ახალგაზრდას საშუალება ეძლევა ადგილობრივ თვითმმართველობის საკითხებთან დაკავშირებით კვალიფიციურ ლექტორებთან ტრენინგები გაიარონ.
ორგანიზატორების განცხადებით პროექტი ახალგაზრდების თვითმმართველობში უფრო მეტად ჩართულობას შეუწყობს ხელს.
დავით ჭიჭინაძის პარტია „ტრიბუნას“ საარჩევნოდ 2 ნომერი აქვს - მე-4 და 29-ე. ჭიჭინაძე გურიანიუსთან აცხადებს, რომ ეს ტექნიკური ხარვეზია და "ალბათ, ჩაიხსნება".
ცესკომ 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.
საბოლოოდ, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია 58 პარტია და 2 საარჩევნო ბლოკი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიის მე-4 და 29-ე ნომრებს დავით...
თვეზე მეტია, გორში, სამეფო ქუჩის სარეაბილიტაციოდ გამოცხადებულ ტენდერში კომპანიების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, თუ რომელი კომპანია შეაკეთებს სამეფო ქუჩას. ტენდერში მხოლოდ ორი კომპანია იღებს მონაწილეობას. ესენია: "იბოლია" და "ჯავა". ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
"ჯავამ" მუნიციპალური განვითარების ფონდს იმაზე მეტი თანხა შესთავაზა, ვიდრე ტენდერით იყო გამოცხადებული.
მაგალითად, ტენდერის საწყისი ღირებულებაა 2 მლნ 053...
თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე არსებულ სკვერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ძმების ვასიკო და ნუკრი წიკლაურების სახელი მიენიჭა.
თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სკვერში შესაბამისი აბრა დამონტაჟდა. ღონისძიებას დაღუპული ძმების დედა ესწრებოდა.
ძმები წიკლაურები 1993 წლის 22 სექტემბერს ბაბუშერას აეროპორტში მომხდარ ტრაგედიას ემსხვერპლნენ. საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სახელმწიფო სწორედ...
ოპოზიცია კიდევ ერთ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ამის მაგალითად სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოჰყავს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
გიორგი კირთაძე ამტკიცებს, რომ „იაფეთ იალჩინ პეტროლ ტურიზმ თიჯარეთის წარმომადგებლობამ “ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პირობა დაარღვია.
ხელისუფლების ოპონენტი მის გაუქმებას და ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას ითხოვს. ამბობს, რომ მიწა ინვესტორს კორუფიცული გარიგების საფუძველზე მისცეს და...
შუახევის სოფლებში უწყლობის პრობლემაზე საუბრობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის სოსლან ზოიძის განცხადებით, სოფელ ფურტიო- ბუთურაული-ნენიის წყალსადენის რეაბილიტაციისთვის 7 მილიონი დაიხარჯა, მოსახლეობას კი რეზერვუარიდან წყალი მაინც არ მიეწოდება. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ზოიძის ინფორმაციით, იგივე პრობლემა აწუხებთ ნიგაზეული-ჩანჩხალოს მცხოვრებლებსაც, მაშინ როცა ზოიძის თქმით, წყალსადენის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა. დეპუტატი შექმნილ მდგომარეობაში შუახევის მერს და ახლა უკვე „ქართული ოცნების“...
ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ დეპუტატებს მერიის სამსახურების მიერ შესრულებული სამუშაოები არ მოსწონთ. მათი თქმით, ხარვეზებით სრულდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტები, სატენდერო დოკუმენტებში მითითებული მცირე თანხების და შეცდომების გამო, კი კომპანიები მონაწილეობას არ ღებულობენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
საკრებულოს დეპუტატების მოთხოვნით, მერიის სამსახურის უფროსებთან და სხვა თანამშრომლებთან შეხვედრა დღეს, 21 სექტემბერს გაიმართა.
„დეპუტატები ჩივიან, რომ "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ სამუშაოები სათანადოდ...
"ქართული ოცნების" მარნულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატს, ზაურ დარგალს სოფელ ბაიდარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ტორტი თავისი გამოსახულებით მიართვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო მარნეული ავრცელებს.
ტორტი დარგალის საარჩევნო პლაკატითა და ქართული ოცნების პარტიული ნომრით არის გაფორმებული.
როგორც სოფელ ბაიდარის მოსახლეობამ რადიო მარნეულს უთხრა, ტორტი მაჟორიტარ კანდიდატს მოქალაქეებმა საკუთარი ინიციატივით მიართვეს.
მარნეულის მოქმედი მერი ზაურ დარგალი „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად 20...
ახალციხის ცენტრალურ პარკში მონიტორი დააყენეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მის შეძენასა და მონტაჟში 118 000 ლარი დახარჯა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ფეხბურთის პირდაპირი ტრანსლაციები იქნება, გავაშუქებთ ღონისძიებებს, ვიდეორგოლებს. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გავა“, - გვითხრეს მერიაში.
მონიტორი 13,824 კვ/მ-ია და ის მესხეთის თეატრის გვერდზე, კედელთან ახლოს დაამონტაჟეს.
ახალციხის მერიის მიერ ლედ მონიტორის შეძენის უზრუნველყოფისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს „ლედმონ სარეკლამო კომპანიამ“ 118 000 ლარად შეიძინა.
ღონისძიებების...
მარნეულის ოლქში 33-ე საარჩევნო უბნის ნეიტრალური კომისიის წევრი, ფარმან ალაზოვი "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრება, - ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა "ნაციონალური მოძრაობის" შტაბმა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს მედია-კლუბს" მიაწოდა.
მარნეულის მოქმედი მერი ზაურ დარგალი „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად 20 ივლისს წარადგინა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების...
ერთ კვირაზე მეტია, რაც წერეთელი-საიმერლოს ხაზზე მუნიციპალური ტრანსპორტი არ გამოჩენილა. მიზეზი ძრავის დაზიანებაა, რომელიც ყოველი შეკეთების შემდეგ მალევე ფუჭდება. როგორც შპს „ავტოპარკის“ დირექტორმა გიგა ჯალაღონიამ, 21 სექტემბერს, რადიო „მარნეულს“ უთხრა, წერეთელი-საიმერლოს ავტობუსი შეკეთების პროცესშია და რამდენიმე დღეში შეძლებს მგზავრების გადაყვანას.
„მალე გარემონტდება, ხვალ და ზეგ გარწმუნებთ, რომ ვერ გამოვა ხაზზე, მაზეგ და მას შემდეგ, ვეცდებით ყველანაირად. მარტო საიმერლოს ავტობუსი არაა...
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატის როლში წინასაარჩევნო შეხვედრები პირველ სექტემბერს დაიწყო. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
2 სექტემბერს მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ გვითხრა, რომ მერმა ერთკვირიანი შვებულება აიღო.
21 სექტემბერს ამავე სამსახურის იურისტმა კახა ქველაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მერი შვებულებაში ერთი თვით გავიდა და მისი შვებულება 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მარნეულის მერი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































