ვაშლიჯვარში თოფურიძის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 6 687 კვადრატულ მეტ ფართობზე მოეწყობა LED განათების ქსელი, საფეხმავლო ბილიკები, საპარკე სკამები, საჩრდილობლები და ბავშვებისთვის ატრაქციონები დამონტაჟდება. ასევე, ტერიტორიაზე ტრენაჟორები განთავსდა.
სკვერში იაპონური კულტურისა და არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტები იქნება გამოყენებული. ეწყობა წყალ-მცენარეებით გაწყობილი აუზი, რომელზეც საფეხმავლო ხიდი განთავსდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც.
სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „ტაო“ ასრულებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 681 453 ლარია გამოყოფილი.