მარნეულში ზაურ დარგალის საარჩევნო კამპანიას 33-ე საარჩევნო უბნის ნეიტრალური კომისიის წევრი, ფარმან ალაზოვი, ესწრება

1322

მარნეულის ოლქში 33-ე საარჩევნო უბნის ნეიტრალური კომისიის წევრი, ფარმან ალაზოვი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის მოსახლეობასთან შეხვედრებს ესწრება, – ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა “ნაციონალური მოძრაობის” შტაბმა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საქართველოს მედია-კლუბს” მიაწოდა.

მარნეულის მოქმედი მერი ზაურ დარგალი „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად 20 ივლისს წარადგინა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.