რუსთავის ქუჩები სპეციალური დანიშნულების ახალი ტექნიკით დასუფთავდება. IძUძU-ს მარკის იაპონურ სპეც.ტექნიკას ქვაფენილისა და ასფალტბეტონის ზედაპირის დასუფთავება შეუძლია. ტექნიკას ელექტრომნამავი საშუალება გააჩნია და აქვს მტვერსასრუტის ფუნქციაც, რომელსაც გზიდან 6 მეტრის მოშორებით შეუძლია ველობილიკების ან ტროტუარების დასუფთავება .
აღნიშნული სპეც.ტექნიკის შესაძენად რუსთავის სერვისცენტრმა ტენდერი გამოაცხადა, დასუფთავების ახალი ავტომობილის ღირებულება 260 000 ლარია.