რისთვის იყიდა ახალციხის მერიამ 118 000 ლარიანი მონიტორი

986

ახალციხის ცენტრალურ პარკში მონიტორი დააყენეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ მის შეძენასა და მონტაჟში 118 000 ლარი დახარჯა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

„ფეხბურთის პირდაპირი ტრანსლაციები იქნება, გავაშუქებთ ღონისძიებებს, ვიდეორგოლებს. მუნიციპალიტეტში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები გავა“, – გვითხრეს მერიაში.

მონიტორი 13,824 კვ/მ-ია და ის მესხეთის თეატრის გვერდზე, კედელთან ახლოს დაამონტაჟეს.

ახალციხის მერიის მიერ ლედ მონიტორის შეძენის უზრუნველყოფისთვის გამოცხადებულ ტენდერში შპს „ლედმონ სარეკლამო კომპანიამ“ 118 000 ლარად შეიძინა.

ღონისძიებების განრიგი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.