ოპოზიცია კიდევ ერთ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ამის მაგალითად სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოჰყავს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
გიორგი კირთაძე ამტკიცებს, რომ „იაფეთ იალჩინ პეტროლ ტურიზმ თიჯარეთის წარმომადგებლობამ “ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პირობა დაარღვია.
ხელისუფლების ოპონენტი მის გაუქმებას და ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას ითხოვს. ამბობს, რომ მიწა ინვესტორს კორუფიცული გარიგების საფუძველზე მისცეს და დაპირება, რომ იქ გამწვანება მოეწყობოდა, ტყუილი იყო.
„მაცნე“ კომანიას ამ დრომდე ვერ დაუკავშირდა.
ფუტკარაძის უწყებაში კი მხოლოდ სიტყვიერი კომენტარი გაკეთდა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაბამის ზომებს მას შემდეგ გაატარებენ, რაც მერიასა და კომპანიას შორის არსებული სასამარათო პროცესი დასრულდება.