მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატის როლში წინასაარჩევნო შეხვედრები პირველ სექტემბერს დაიწყო. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.
2 სექტემბერს მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ნინო დეკანოიძემ გვითხრა, რომ მერმა ერთკვირიანი შვებულება აიღო.
21 სექტემბერს ამავე სამსახურის იურისტმა კახა ქველაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ მერი შვებულებაში ერთი თვით გავიდა და მისი შვებულება 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მარნეულის მერი ზაურ დარგალი, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ვალდებული იქნება, რომ მერის სტატუსი შეიწყვიტოს.