ტორტი ზაურ დარგალის გამოსახულებით – წინასაარჩევნო კამპანია მარნეულში

1653

“ქართული ოცნების” მარნულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატს, ზაურ დარგალს სოფელ ბაიდარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ტორტი თავისი გამოსახულებით მიართვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რადიო მარნეული ავრცელებს.

ტორტი დარგალის საარჩევნო პლაკატითა და ქართული ოცნების პარტიული ნომრით არის გაფორმებული.

როგორც სოფელ ბაიდარის მოსახლეობამ რადიო მარნეულს უთხრა, ტორტი მაჟორიტარ კანდიდატს მოქალაქეებმა საკუთარი ინიციატივით მიართვეს.

მარნეულის მოქმედი მერი ზაურ დარგალი „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად 20 ივლისს წარადგინა.