ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის 3 თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი გუშინ გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ ისაუბრა.
მისივე ცნობით, მერიაში მიმდინარეობს იმ პირების ბიოლოგიური ნიმუშების აღება, რომლებსაც ინფიცირებულთან შემხებლობა ჰქონდა.
„სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გუშინ გაიტესტა 728 მოქალაქე, დადებითი არის 17. აქედან 14 არის ზუგდიდის კლასტერი. ესენი არიან გუშინ დადასტურებული ორი მოქალაქის კონტაქტები,...
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების პირველივე კვირაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან შვებულებაში 25 თანამშრომელი გავიდა, მათ შორის მერის მოადგილე და სამსახურის უფროსები. იურისტების განცხადებით, მსგავსი ქმედებით ეჭვი ჩნდება, რომ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
„სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხის მერიიდან ინფორმაცია შვებულებაში გასული თანამშრომლების შესახებ, 8 სექტემბერს გამოითხოვა. რედაქცია ითხოვდა, 1 სექტემბრიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ვინ და რამდენი დღით გავიდა შვებულებაში.
ახალციხის...
„ქართულ ოცნებას“ თუ კოალიციაში, პირობითად, ჩემი ხმები დასჭირდება, მე არ ვაპირებ, მათ ეს ხმა მივცე, – ამის შესახებ პარტია „ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„მე არ ვაპირებ ყველანაირ კოალიციაში შესვლას, თუნდაც ვინმე ძალიან შემეხვეწოს. თუ ბიძინა ივანიშვილი აპირებს, ამ ტიპის მმართველობა გააგრძელოს, რასაც ალბათ, აპირებს, რადგან ეს მისი მმართველობის სტილია და სხვაგვარად ვერ...
რომ გადახედოთ პოლიტიკურ სპექტრს, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელმაც საკადრო კუთხითაც სიახლე შესთავაზა საზოგადოებას, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „იმედის“ გადაცემაში „არენა“ განაცხადა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, მმართველი გუნდის კონკურენტებს განახლების რესურსი არ ჰქონდათ.
„არც ერთ სხვა პოლიტიკურ პარტიას არ აქვს განახლების რესურსი და ეს ბუნებრივიცაა. „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ამის რესურსი და ჩვენ მაქსიმალური სარგებელი...
"ქართულ მარშის" წევრები "მთავარი არხის" კითხვებმა მას შემდეგ გააღიზიანა, რაც საკითხი რუსეთთიგან დაფინანსებას შეეხო. მართალია ოფისში გვეუბნებიან, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ ულტრანაციონალისტურ ჯგუფს არავინ აფინანსებს, მაგრამ ეს ალაბათ ყველასთვის დაუჯერებელია. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
განასაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც პარტიის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის სახელზე არცერთი ბიზნესი არ ფიქსირდება. სამაგიეროდ, "ქართული მარშის" ლიდერის ოჯახის წევრების სახელზე არაერთი ბიზნეს კომპანიაა რეგისტრირებული, შესაბამისი...
წინა სტატია
საქალაქო სასამართლოში "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის 3 წევრი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხეს. გამოძიება მათ სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.
საუბარია ინციდენტზე, რომელიც 4 დღის წინ გლდანულაში ერთ-ერთ სკვერში მოხდა. ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა სკვერში "ქართული ოცნების" დროშები ჩამოხსნეს და საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები დაკიდეს. რა დროსაც ადგილზე "ოცნების" აქტივისტები მივიდნენ და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
"ლეიბორისტული პარტიის" წევრები ამბობენ, რომ ბრალდება აბსურდულია და მათ წინააღმდეგ...
"სტრატეგია აღმაშენებლის" სპიკერის, თეონა აქუბარდიას თქმით, უშაკოვის ქუჩაზე პარტიის ბანერი დააზიანეს. მისი განცხადებით, ეს პარტიის წინააღმდეგ კიდევ ერთი იერიშია და პოლიცია ისევ უმოქმედოა.
"ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ როგორც მერიის შესაბამის სამსახურებს, ასევე პოლიციას თავისი კანონის ფარგლებში იმოქმედონ და ყველა კანონის დამრღვევი პირი, რომელიც ასეთ ქმედებებს ახორციელებს, მათ წინააღმდეგ იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართული. პოლიციას მივმართავთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება...
მენჯი-ზუგდიდის დამაკავშირებელ, 220 კვ-იან ელექტროგადამცემ ხაზ „კოლხიდა-2“- ზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, 23-28 სექტემბრის პერიოდში, ქალაქ ზუგდიდის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ელექტროენერგია შეიზღუდება: 23 სექტემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე; 24 სექტემბერს 13:00-დან 18:00 საათამდე; 25 სექტემბერს 12:00-დან 15:00 საათამდე, ხოლო 26, 27 და 28 სექტემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე დროის შუალედებში....
"ლელო საქართველოსთვის" თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტალახაძე ფიქრობს, რომ არა მხოლოდ ქალაქებს უნდა დაუბრუნდეს თვითმმართველის სტატუსი, არამედ ყველა სოფელი, დაბა და მუნიციპალიტეტი არჩევითი უნდა გახდეს და თითოეულ მათგანს საკუთარი ბიუჯეტი უნდა გააჩნდეს. ამის შესახებ მან ტელეკომპანიის “ფორმულა” გადაცემაში “ვის ირჩევს საქართველო” ისაუბრა.
ამავე თემაზე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: ზურაბ ჭიაბერაშვილი: არა მარტო თელავს უნდა აღუდგეს თვითმმართველი ქალაქის...
"ევროპული საქართველოს" თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ არა მარტო თელავს უნდა აღუდგეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, არამედ ასეთი სტატუსი სხვა ქალაქებმაც უნდა მიიღონ. ამის შესახებ მან ტელეკომპანიის “ფორმულა” გადაცემაში “ვის ირჩევს საქართველო” განაცხადა.
"ადამიანებმა შეიძლება, ჩათვალონ, რომ ჩვენ წინასაარჩევნოდ ვსაუბრობთ ამაზე , თუმცა, ძალიან ბევრი ჩემი და ჩემი თანაგუნდელების, "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლების განცხადება და...
"ნაციონალური მოძრაობის" თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი პირობას დებს, რომ ის და მისი პოლიტიკური გუნდი, გამარჯვების შემთხვევაში, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "ცხვრები" აღარ იყვნენ თვითმმართველობის ხელმძღვანელები".
როგორც ბოტკოველმა ტელეკომპანიის "ფორმულა" გადაცემაში "ვის ირჩევს საქართველო" განაცხადა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების დროს, თვითმმართველობა "ცუდ დღეში ჩააგდო".
ამავე თემაზე, შეგიძლიათ, წაიკითხოთ: ზურაბ ჭიაბერაშვილი: არა მარტო თელავს...
„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, დასრულდა ბანკების მიერ დაწესებული საშეღავათო პერიოდი, თუმცა ქვეყანაში კვლავ კორონაკრიზისია და ფინანსური ვალდებულებების გასტუმრებას ბევრი ადამიანი ისევ ვერ ახერხებს.
მიქაუტაძის თქმით, ამ დროს მთავრობა დუმს და ხალხს არაფერს სთავაზობს.
„მინდა შევახსენო ხელისუფლებას, რომ მსგავსი კრიზისული სიტუაციების მართვა სწორედ მათი პირდაპირი მოვალეობაა და მოვუწოდებ, დროულად აიღონ ინიციატივა ხელში. აუცილებელია, რომ მთავრობის,...
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი წერეთლის განცხადებით, მიუხედავად შეზღუდვებისა, ბევრი საერთშორისო ორგანიზაცია მზად არის, რომ 2020 წლის ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოში დამკვირვებლები გამოგზავნოს.
"ევროპული საქართველოს“ ცნობით, გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გულისყურით დააკვირდება არჩევნებს და არავის ეპატიება დარღვევები და ფალსიფიკაცია.
„31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნა და მისასალმებელია, რომ ბევრი ორგანიზაცია ცდილობს და გამოთქვამს სურვილს, რომ ჩამოვიდეს. ეს...
პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ 2024 წლის საარჩევნო მოდელს 2020 წლის არჩევნებზე დატესტავს, - ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე საარჩევნო კამპანიას ისინი წელსაც მხოლოდ პროპორციულისთვის მახასიათებელი ნიშნით ჩაატარებენ.
„სოციალური სამართლიანობისთვის“ 2024 წლის საარჩევნო მოდელს უკვე ამ არჩევნებში დატესტავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარების გარეშე, მხოლოდ 200-კაციანი სიით მიიღებს. საშტაბო სტრუქტურები ამ ფორმატში მოვაწყეთ და...
პოლიტიკური პარტია "რეფორმერი" ტრადიციულ საარჩევნო სისტემასთან ერთად ელექტრონული არჩევნების მოდელის დანერგვას ითხოვს, რომელიც არჩევნების გაყალბების საშუალებას არ იძლება.
პარტიის თავმჯდომარის თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, არჩევნების ელექტრონული სისტემა ტექნიკურად უფრო მოსახერხებელია ამომრჩევლისთვის.
„ყველა არჩევნების დროს ჩვენი მოქალაქეები დგებიან ერთი და იგივე პრობლემის წინაშე. მათ უწევთ საარჩევნო უბნებზე მისვლა და ხმის მიცემა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილებიდან მოშორებით. ეს არის პრობლემა სტუდენტებისთვისაც, რომლებიც უნდა ჩავიდნენ რეგიონებში,...
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული პროგრამა, ქვემო ქართლში რეგისტრირებული დევნილი ოჯახებისათვის უკვე დასრულდა. ამის შესახებ ტვ4 წერს.
როგორც დევნილთა სააგენტოში აცხადებენ, 11 ვაკანტურ ბინაზე სულ 107 განცხადება შევიდა. ახლა სამინისტრო მიღებული განცხადებების შერჩევის ეტაპზეა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა რეგისტრირებული 107 ოჯახიდან რომელი მიიღებს საცხოვრებელ ფართს.
ინფორმაციისთვის, ქვემო ქართლში სულ 4 545 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული, მათი ნაწილი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































