“ქართულ მარშის” წევრები “მთავარი არხის” კითხვებმა მას შემდეგ გააღიზიანა, რაც საკითხი რუსეთთიგან დაფინანსებას შეეხო. მართალია ოფისში გვეუბნებიან, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდ ულტრანაციონალისტურ ჯგუფს არავინ აფინანსებს, მაგრამ ეს ალაბათ ყველასთვის დაუჯერებელია. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
განასაკუთრებით კი იმ ფონზე, როდესაც პარტიის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის სახელზე არცერთი ბიზნესი არ ფიქსირდება. სამაგიეროდ, “ქართული მარშის” ლიდერის ოჯახის წევრების სახელზე არაერთი ბიზნეს კომპანიაა რეგისტრირებული, შესაბამისი ფინანსური ბრუნვითა და მოგებით.
ბიზნესები აქვს სანდრო ბრეგაძის ოჯახის წევრებს – დას – ანნა ბრეგაძეს და დის ქმარს – გოჩა ძნელაძეს , ასევე ბიძაშვილს – დავით ბრეგაძეს. ამ ფაქტში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება. სანდრო ბრეგაძის ოჯახის წევრები “ქართული ოცნების” შემწირველები არიან. დავით ბრეგაძემ და გოჩა ძნელაძემ 2016 წელს “ქართულ ოცნებას” ჯამში 85 000 ლარი შესწირეს. თავის მხრივ კი, სანდრო ბრეგაძის და, მისი ბიძაშვილი, ასევე სიძე სხვადასხვა დროს არაერთ კომპანიაში ბეჟან წაქაძის ბიზნესპარტნიორები არიან.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის “ქართულმა ოცნებამ” წაქაძე ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის და ბაღდათის მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელა. რა მიზნით შესწირა დავით ბრეგაძემ “ქართულ ოცნებას” 25 ათასი ლარი, ამ კითხვით მის კომპანიაში მივედით. გდგ+ ის დირექტორი, დავით ბრეგაძე სხვადასხვა დროს ამავე კომოანიაში “ქართიული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის შვილის ბიზნესპარტნიორი იყო. კომოანიაში არავინ დაგვხვდა.
სანდრო ბრეგაძის ოჯახის წევრების არაერთი ბიზნესი, რომელიც თავის მხრივ “ქართულ ოცნებას” წლებია აფინანასებს – ოპოზიციაში კითხვებს აჩენს. თავის მხრივ კი, ბრეგაძის და მისი პარტიის, როგორც რუსული პროექტის არსებობაზე ეჭვი არ ეპარებათ. განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც სანდრო ბრეგაძისა და იგორ მოროზოვს შორის გამართული საუბრიუს ჩანაწერი გავრცელდა. კგბს ყოფილი პოლკოვნიკი სანდრო ბრეგაძეს საუბრის დროს ეუბნება, რომ თუკი ის ყველაფერს გეგმის მიხედვით შეაასრულებს რუსეთისთვის პირველი კაცი გახდება.
“ქართულ მარშში” ჩანაწერის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ, მაგრამ დარწმუნებულები არიან, რომ მასალა დამონტაჟებულია.