პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ 2024 წლის საარჩევნო მოდელს 2020 წლის არჩევნებზე დატესტავს, – ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ტუსკაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე საარჩევნო კამპანიას ისინი წელსაც მხოლოდ პროპორციულისთვის მახასიათებელი ნიშნით ჩაატარებენ.
„სოციალური სამართლიანობისთვის“ 2024 წლის საარჩევნო მოდელს უკვე ამ არჩევნებში დატესტავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი არჩევნებში მონაწილეობას მაჟორიტარების გარეშე, მხოლოდ 200-კაციანი სიით მიიღებს. საშტაბო სტრუქტურები ამ ფორმატში მოვაწყეთ და კანდიდატებიც ამის მიხედვით გადავანაწილეთ. ანუ ისე, როგორც ეს ექნება ყველა პარტიას 2024 წელს. ჩვენ ვართ პირველები ამ მიმართულებით. გყვავდა 30-ივე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, მაგრამ ყველა მათგანი ჩავსვით პარტიულ სიაში. რამდენადაც ვიცი, ასე აპირებდა „გირჩიც“, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ დაეყენებინათ 2 კანდიდატი: სამგორში – ზურა ჯაფარიძე და ბათუმში – იაგო ხვიჩია. დანარჩენებს, ვგულისხმობ იმ 15 პარტიას, რომელსაც ბარიერის გადალახვის რესურსი გააჩნიათ, ჰყავს უკვე 30-ივე მაჟორიტარი“, – აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.
მათივე ინფორმაციით, რომ არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით 2024 წლიდან ჩატარდება და წლევანდელისგან განსხვავებით, მონაწილე პარტიებს 5%–იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.