“სტრატეგია აღმაშენებლის” სპიკერის, თეონა აქუბარდიას თქმით, უშაკოვის ქუჩაზე პარტიის ბანერი დააზიანეს. მისი განცხადებით, ეს პარტიის წინააღმდეგ კიდევ ერთი იერიშია და პოლიცია ისევ უმოქმედოა.
“ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ როგორც მერიის შესაბამის სამსახურებს, ასევე პოლიციას თავისი კანონის ფარგლებში იმოქმედონ და ყველა კანონის დამრღვევი პირი, რომელიც ასეთ ქმედებებს ახორციელებს, მათ წინააღმდეგ იყოს შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მიმართული. პოლიციას მივმართავთ, რომ დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება ასეთ ფაქტებზე. ეს კიდევ ერთხელ არის იმის მანიშნებელი, რომ სამწუხაროდ სტრატეგია აღმაშენებელთან დაკავშირებით როგორც ჩანს გაღიზიანებულია კონკრეტული ჯგუფი, რომელიც ჩვენს პლაკატებს მიზანმიმართულად უკვე არაერთგზის აზიანებს და ამით ცდილობს, რომ დაგვიპირისპირდეს”, – თქვა თეონა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში პარტიის ბანერი დააზიანეს ისანშიც. პარტიამ ქმედებაში “ქართული ოცების” აქტივისტები დაადანაშაულა.