წინა სტატია
შემდეგი სტატია
მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იქნეს დადგენილი და შემდეგ დაკავებული , - ამის შესახებ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
გოგნიაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარ დანაშაულის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება და ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ქვემო ქართლის პოლიციის უფროსმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანია...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ექიმის განცხადებით, მარნეულში მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებულ პირებს ტვინის შერყევა აღენიშნებათ. მისივე თქმით, თუ პაციენტების მდგომარეობა ხვალისთვის დამაკმაყოფილებელი იქნება პაციენტებს, სავარაუდოდ, ხვალ გაწერენ.
"ერთ-ერთ პაცინტს აღენიშნება ჰაიმორის წინა მედიალური კედლის მოტეხილობა, ცხვირის ძვლის მოტეხილობა. მეორე პაციენტთან ტრავმული დაზიანებები არ არის გამოხატული, აქვს ზედაპირული დაზიანებები სახის არეში. ორივე პაციენტს აღენიშნება ტვინის შერყევა. პაციენტები ამ ეტაპზე კლინიკაში რჩებიან. თუ ხვალისთვის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
სამოქალაქო პლატფორმის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე მარნეულში მომხდარ დაპირისპირებას ეკა კვესიტაძის გადაცემაში "ღამის მთავარი" სრულად იხსნებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
მუმლაძე ამბობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც მისივე თქმით, უშუალოდ ხელმძღვანელობდა თავდასხმას, ხელს უშლიდა აქტივისტს დაერეკა სასწრაფოში, როდესაც დაპირისპირება დაიწყო.
საარჩევნო საოლქო კომისიაში დილიდან იყო დაძაბულობა, ჩვენ „სამოქალაქო პლატფორმა“ ჩამოვედით აქ სადამკვირვებლო პროცესის მისიის განსახორციელებლად. მე დავრჩი და პოლიციასთან ველოდებოდი ლაშა ქველაძეს, რომელიც...
წინა სტატია
ყველაფერი ჩვენი სამართალდამცავების წინ მოხდა - ამბობს "მთავარი არხის" ჟურნალისტი, რომელსაც მარნეულში თავს დაესნნენ და ამ წუთებში საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას მწვავე ტკივილი აქვს თავსი არეში. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
"ნახევარი საათი ასფალტზე ვეგდე, სასწრაფო არ მოვიდა. მე უბრალოდ თავს ვუშველე, ხეში შემაყოფინეს თავი და 10 ადამიანი მირტყამდა" - ამბობს ჯეიჰუნ მუჰამედალი.
მასთან "მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვრამია ჩავიდა, რომელიც ამ წუთებში...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და წერს, რომ ხელისუფლების მსგავსი საქციელით მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდებ. მისი თქმით, დამნაშავეები მკაცრად აგებენ პასუხს.
"კალაძემ ორი დღის წინ თათბირი ჩაატარა და ხელშეუხებლობის გარანტია მისცა ზონდერობას. პირდაპირ დავალება მისცა ტელევიზიებზე. ფორმულა, მთავარი, პიტველი - პირდაპირ განუსაზღვრა სამიზნეები. ხელისუფლების მხრიდან ასეთი საქციელით, მხოლოდ ოპოზიცია ძლიერდება. მკაცრად აგებთ პასუხს-დედა გეტირებათ,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საღამოს, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მმართველი პარტიის განმარტებით, სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება.
„მარნეულის მუნიციპალიტეტში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხირდან დღეს საოლქოს ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობა და ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა ვიხილეთ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და აღნიშნული საქმის გამოძიება დაწყებულია.
თუმცა, “ნაციონალური მოძრაობის” აქტივმა...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სამართალდამცველებს სწრაფად და მიუკერძოებლად გამოძიებისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გმობს მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს „მთავარი არხისა“ და „პირველი არხის“ ჟურნალისტებზე, აგრეთვე პოლიტიკურ აქტივისტებზე. არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
სახალხო დამცველის აპარატი მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, აპარატის წარმომადგენლები ადგილზე სიტუაციის გასაცნობად მიდიან.
ომბუდსმენი აცხადებს, რომ უკვე ჰქონდათ კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მათი თქმით, გდაწყებულია გამოძიება ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის მუხლით.
იმედს ვიტოვებთ, გამოძიება წარიმართება ოპერატიულად და მოხდება პასუხისმგებელ პირთა სწრაფი იდენტიფიცირება. აღნიშნული მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება საზოგადოებრივი წესრიგისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, - წერია...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც ჟურნალისტებს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ლაშა გოგნიაშვილმა განუცხადა, გამოძიება დაიწყო ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით.
შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
მისვე განმარტებით, პოლიციას...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებ შორის მომხდარი დაპირისპირებისას "მთავარი არხის“ 2 ჟურნალისტს და 2 ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„მთავარი არხის" ინფორმაციით, ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედ ალის თავი აქვს გატეხილი. მათივე ცნობით, დაზიანებულია „მთავარი არხის" კამერა და მიკროფონი.
ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ და კამერები დაუზიანეს "საქართველოს პირველი არხის" გადამღებ ჯგუფსაც.
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მარნეულში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს, ათამდე პირი თავს დაესხა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობაში" "საქართველოს მედი-კლუბს" განუცხადეს, ფიზიკური ანგარიშსწორებისას ლაშა ქველაძესთან მყოფი სამი პირიც დაშავდა.
მათივე ცნობით, დაზიანებულია ლაშა ქველაძის კუთვნილი ავტომანქანაც.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ინციდენტში მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე - ამირან გიორგაძეც მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ მარნეულში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, დაშავებულებს შორის...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მარნეულში საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფის კამერა დაამტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა „ქართული ოცნებისა“ და ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის შეხლა-შემოხლის დროს მოხდა.
ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი პირი საქართველოს პირველი არხის ოპერატორს თავს დაესხა, ცემა და კამერა დაუმტვრია.
საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი ამ დროისთვის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, დაშავებულები არიან ტელეკომპანია "მთავარის" გადამღები ჯგუფის წევრებიც.
წინა სტატია
შემდეგი სტატია
მარნეულში, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ტელეკომპანია "მთავარის" გადამღები ჯგუფის წევრები არიან. ასევე, დაზიანდა ავტომობილიც. ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ ამბავს წინ უძღვოდა დღეს მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება, რაზეც...
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებით, ზუგდიდში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას, დღეს, მთელი საღამოს განმავლობაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები აფერხებენ.
მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან პანდემიის პირობებში პირველი სხდომების ორგანიზებისთვის საჭირო ინვენტარი გაიტანონ.
"პარტიის წარმომადგენლები საღამოს განმავლობაში ბლოკავდნენ საოლქო კომისიის შესასვლელს, აჭარბებდნენ საკუთარ უფლებამოსილებას და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს...
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისიტრობის რვაწლიანი ანგარიშის წარადგენისას განაცხადა, რომ 2 დღეში საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, ამიტომ, კანონის თანახმად თანამდებობის დატოვება მოუწევს.
“ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანი ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები...
მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად მიწის ნაკვეთი საქართველოში 870 ათასმა მოქალაქემ დაირეგისტრირა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყების 8-წლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციისას.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლიდან დაიწყო და ჯამში, 4 წლიან პერიოდში მათ დაარეგისტრირეს იმდენი მიწა, რაც 2016 წლამდე იყო საქართველოში დარეგისტრირებული.
„ეს ნიშნავს, რომ დარეგისტრირდა 870 ათასამდე მიწის ნაკვეთი და მილიონი ფართობი ჰექტარი მიწა. ეს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































