წულუკიანი: მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად მიწის ნაკვეთი საქართველოში 870 ათასმა მოქალაქემ დაირეგისტრირა

396

მიწის რეგისტრაციის რეფორმის შედეგად მიწის ნაკვეთი საქართველოში 870 ათასმა მოქალაქემ დაირეგისტრირა, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა უწყების 8-წლიანი მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციისას.

მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრომ მიწის რეგისტრაციის რეფორმა 2016 წლიდან დაიწყო და ჯამში, 4 წლიან პერიოდში მათ დაარეგისტრირეს იმდენი მიწა, რაც 2016 წლამდე იყო საქართველოში დარეგისტრირებული.

„ეს ნიშნავს, რომ დარეგისტრირდა 870 ათასამდე მიწის ნაკვეთი და მილიონი ფართობი ჰექტარი მიწა. ეს ნისნავს 870 ათას კმაყოფილ მოქალაქეს, რომელიც ამ რეფორმის გარეშე საკუთრების მოწმობას ვერასდროს მიიღებდა. ამიტომ, მწამს და მჯერა, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.