იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისიტრობის რვაწლიანი ანგარიშის წარადგენისას განაცხადა, რომ 2 დღეში საარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება, ამიტომ, კანონის თანახმად თანამდებობის დატოვება მოუწევს.
“ვიდრე მე და ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრი უკვე ორ დღეში საარჩევნო კამპანიაში კანდიდატის სტატუსით ჩავერთვებით, კანონი გვავალებს, თანამდებობებიდან გადავდგეთ და შევაჯამოთ ჩვენი რვაწლიანი საქმიანობა იუსტიციის სამინისტროში”,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანი ქართული ოცნების საარჩევნო სიის მეოთხე ნომერია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.