ხმაურის ფონზე წარიმართა საუბანო კომისიებში ნეიტრალური წევრების არჩევა საბურთალოს N მე-2 საარჩევნო ოლქში. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების პროცესზე დაკვირვება სურდათ, თუმცა, შენობაში არ შეუშვეს, რასაც დაპირიპსირება მოჰყვა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.   "ნაციონალური მოძრაობის" წარმოამდგენელი, დავით ნებიერეიძე ამბობს, რომ ის, რაც ხდება ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში, არის უკანონობა. არჩევნებში გაყალბების ლომის წილი, არჩევნებამდე ხდება, ანუ საარჩევნი პროცესის მსვლელობის დროს. რისი შემადგენელი ნაწილიც დღეს...
ირაკლი კობახიძე გახშირებული ძალადობის შემთხვევებზე საუბრისას ტრადიციულად ოპოზიციისკენ იშვერს ხელს. მისი თქმით, ნიკა მელიას მხარდამჭერები თეთრ პერანგებით განგებ, იმისთვის იცვამენ, რომ შემდეგ პროვოკაცია მოაწყონ და ამ პროვოკაციის კვალი დაეტყოთ "ნიკა მელიას 4 მხარდამჭერი სპეციალურად თეთრი პერანგებით მივიდა ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე და იწვევდნენ ჩვენს აქტივისტებს. სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მკაცრად იყვნენ ჩვენი აქტივისტები გაფრთხილებული, რომ არ აყოლოდნენ უმძიმეს პროვოკაციასაც კი, არ...
29 სექტემბერს მარნეულში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში, რომელზეც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იკვეთება, რომ აქტიურ მონაწილეობას იღებდა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, რომელიც, ამავდროულად, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსია. როგორც ერთ-ერთი დაზარალებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა ქველაძე აცხადებს, მას და მამამისს ფიზიკურად სწორედ გიორგაძე და მისი თანმხლები პირები გაუსწორდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებითაა...
რიონის დასაცავად რაჭისა და ლეჩხუმის მოსახლეობა, ვინც რიონზე დაგეგმილი მასშტაბური ჰესების მშენებლობას აპროტესტებს, გაერთიანდა და ონისა და ნამახვანის ჰესების წინააღმდეგ ერთობლივი პეტიცია შექმნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მწვანე ალტერნატივა ავრცელებს. #გადავარჩინოთრიონი - პეტიცია საქართველოს მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, შეწყდეს „დამანგრეველი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა", რადგან ისინი „საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ - რაჭის, ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც...
“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. გიგი უგულავას თქმით, დღეს, როგორც ამ სოფელში, ისე მთლიანად ზუგდიდში მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია. “ აუცილებელია მართლა გარდამტეხი ცვლილებები იმისთვის, რომ სიტუაცია დაიძრას მკვდარი წერტილიდან, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაჩნდეს პერსპექტივა, ახალგაზრდები დარჩნენ აქ და არ წავიდნენ უცხოეთში. ეს ყველაფერი საჭიროებს ცვლილებების მკაფიო გეგმას,...
„ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსმა“ დღეს ბათუმში პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პარტიული სია, ასევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ბათუმის ოლქში პარლამენტის მანდატისთვის მარიამ ჯაში იბრძოლებს, რომელის პარალელურად პარტიული სიის პირველი ნომერიცაა. „დიახ, პარტიამ გადაწყვიტა, სწორედ პარტიული სიის პირველი ნომერი ყოფილიყო ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი, რითაც გვინდოდა სწორედ აჭარის მიმართ გამოგვეხატა განსაკუთრებული პატივისცემა“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა. პარლამენტში ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიას...
წინა სტატია მიუხედავად იმისა რომ დედას შეგაგინებენ და უპასუხებ ასეთი ფორმით, უნდა დადგეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძეს კითხვით მიმართეს თუ რატომ არ რეაგირებს ხელისუფლება, რათა პროვოკაციის ფაქტები აღიკვეთოს. მისივ თქმით, მათ არაერთხელ მოახდინეს ინციდენტების აღკვეთა. ერთ-ერთ ასეთ ფაქტად მან დაასახელა, ნიკა მელიას რამდენიმე მხარდამჭერის მისვლა ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე. კობახიძემ...
წინა სტატია შემდეგი სტატია „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტის დეტალებს იხსენებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ინციდენტში მონაწილე პირებიდან მხოლოდ ორის ამოცნობა შეუძლია. „თავს დამესხნენ. იმ ადამიანების იდენტიფიცირება ჩემთვის რთულია. ვინც იყო თავდაპირველად აგრესორი და ლანძღვა-გინებით ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართულებით რომ წამოიწია, მე მხოლოდ იმ ადამიანს ვხედავდი. ჩემ მარჯვნივ იყო ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მუშტი დააქნია, კამერას რომ შეეხო...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, აჭარაში სიტუაციის დასტაბილურების პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა, - ამის შესახებ მან აჭარის მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მაქსიმალურად ყურადღებას ვაქცევთ, რომ სიტუაცია, რაც შეიძლება, მალე დასტაბილურდეს. პირველი ნიშნები გამოიკვეთა. თუ უახლოეს დღეებში ასე გაგრძელდება, შესაძლოა, მოვახდინოთ დასტაბილურება. პირველ რიგში, არ ხდება შემთხვევების ნახტმობისებური მატება და ეს არის დამაიმედებელი ნიშანი იმის, რომ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ჯილიენ სტირკთან შეხვედრა გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მისიის ოფისი საქართველოს ხელისუფლების მოწვევით თბილისში გაიხსნა და მისი მიზანია 2020 წლის 31 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებზე დაკვირვება. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა ქვეყნის მასშტაბით მართლწესრიგის დაცვა და არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა და ამ მიზნით...
video
წინა სტატია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის,ზურაბ ჩილინგარაშვილის, სააგიტაციო მასალებს "ქართული ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" პლაკატები ზემოდან გადააკრეს, – ამის შესახებ “საქართველოს მედია-კლუბს” “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბიდან აცნობეს. შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, ახალციხეში ზურაბ ჩილინგარაშვილის პლაკატებიც ჩამოხიეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “საქართველოს მედია-კლუბი” საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის...
ტრანსატლანტიკურმა კომისიამ არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებისა და კანდიდატებისთვის არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობისთვის დათქმა შეიმუშავა. დათქმაზე ხელმოწერით, პარტიები და კანდიდატები პირობას დებენ, რომ არ გამოიყენებენ ისეთ ტაქტიკებს, რაც პირდაპირ, თუ ირიბად ხელს შეუწყობს არჩევნებში ჩარევის მოსურნე გარე ძალებს. დათქმას უკვე მოაწერეს ხელი "ქართულმა ოცნებამ", "ევროპულმა საქართველომ", "ლელომ", "სტრატეგია აღმაშენებელმა" და ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველო. დათქმაზე ხელი...
ფოთის მუნიციპალიტეტში ავტოპარკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია, -ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სრული ინფრასტრუქტურით აღჭურვილი პარკი, არსებულ ტრანსპორტთან ერთად, იმ ათ ახალ ავტობუსებს, მოემსახურება რომლებსაც ქალაქი მიმდინარე წელს ,,საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამის“ ფარგლებში მიიღებს. ამასთან, ახალი ავტოპარკის მშენებლობა და 10 ახალი ავტობუსის შემოყვანა ქალაქში გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მომსახურების ხარისხს და ფოთელებისათვის ქალაქში გადაადგილებას უფრო კომფორტულს გახდის. ახალი ავტობუსები...
წინა სტატია შემდეგი სტატია საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიუღებელია 29 სექტემბრის ღამეს მარნეულში განვითარებული მოვლენები და დაპირისპირება საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს შორის. მინდა, მოვუწოდო მათ სიმშვიდის შენარჩუნებისკენ, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა. მისივე თქმით, ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლა დაუშვებელია. ამასთან, ცესკო-ს თავმჯდომარის თქმით, საარჩევნო პროცესების მშვიდ ვითარებაში წარმართვას ყველა პოლიტიკურმა მხარემ უნდა შეუწყოს ხელი. „მივმართავ თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისგან, ძალადობისგან და ურთიერთობისას გამოიყენონ...
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ორგანიზება და მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარება ნატო-ს წევრობის აუცილებელი პირობაა, - ამის შესახებ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ვირტუალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც არჩევნებში კეთილსინდისიერი მონაწილეობის შესახებ დათქმის პრეზენტაცია გაიმართა. მისივე თქმით, გარე ძალების ჩარევის მცდელობის აცილება შეუძლებელია, თუმცა საქართველოს ხელისუფლება ამ მცდელობას უნდა შეეწინააღმდეგოს. „ჩვენ არ მივცემთ კრემლს იმის საშუალებას, რომ ჰქონდეს იარაღი დაბლოკოს საქართველოს გზა...
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო 1 ოქტომბრიდან სოხუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში დროებითი შეზღუდვები ამოქმედდება. ამის შესახებ ქალაქის "ადმინისტრაცია" ავრცელებს განცხადებას, წერს რადიო ათინათი. აღნიშნული რეგულაციების თანახმად, ავტობუსების, ტროლეიბუსების და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა უნდა ატარონ ნიღბები, ხელთათმანები და გამოიყენონ სადეზინფექციო საშუალებები. მგზავრებს შორის დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია. წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს ეკისრებათ, ნათქვამია განცხადებაში. მანამდე "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ