უგულავა: თუნდაც ანაკლიის შეჩერებული პორტის გამო, ზუგდიდელები აუცილებლად დასჯიან ივანიშვილს

395

“ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონის სოფელ შამგონაში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გიგი უგულავას თქმით, დღეს, როგორც ამ სოფელში, ისე მთლიანად ზუგდიდში მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემებია.

“ აუცილებელია მართლა გარდამტეხი ცვლილებები იმისთვის, რომ სიტუაცია დაიძრას მკვდარი წერტილიდან, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაჩნდეს პერსპექტივა, ახალგაზრდები დარჩნენ აქ და არ წავიდნენ უცხოეთში. ეს ყველაფერი საჭიროებს ცვლილებების მკაფიო გეგმას, რასაც ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ვთავაზობთ მოსახლეობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდი ყველაზე მეტად იტყვის თავის ცვლილებების სიტყვას, რადგან თუნდაც ანაკლიის შეჩერებული პორტის გამო, ზუგდიდელები აუცილებლად დასჯიან ივანიშვილს, რადგან სწორედ ეს არის, რომ ივანიშვილმა მათ სასჯელად გააჩერა ეს პორტი, რადგან თუ ვინმეს ცხოვრებას შეცვლიდა ეს პორტი, პირველ რიგში, ზუგდიდელების და მთლიანად სამეგრელოსი. რადგან უდიდესი დასაქმების წყარო მოსპო პრაქტიკულად ამ მავნებელმა ხელისუფლებამ და ეს მალე დამთავრდება, „ევროპული საქართველო“ მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს როგორც ზუგდიდში, ისე მთლიანად საქართველოში“, – განაცხადა გიგი უგულავამ.