იმნაძე: აჭარაში სიტუაციის დასტაბილურების პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა

449

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, აჭარაში სიტუაციის დასტაბილურების პირველი ნიშნები უკვე გამოიკვეთა, – ამის შესახებ მან აჭარის მთავრობის სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მაქსიმალურად ყურადღებას ვაქცევთ, რომ სიტუაცია, რაც შეიძლება, მალე დასტაბილურდეს. პირველი ნიშნები გამოიკვეთა. თუ უახლოეს დღეებში ასე გაგრძელდება, შესაძლოა, მოვახდინოთ დასტაბილურება. პირველ რიგში, არ ხდება შემთხვევების ნახტმობისებური მატება და ეს არის დამაიმედებელი ნიშანი იმის, რომ სისტემა ავლენს ინციფირებულებს და მოსახლეობაც იცავს პირველად რეკომენდაციებს, გაცილებით უკეთ, ვიდრე ერთი თვის წინ. ასევე, უნდა იმოქმედოს მომდევნო დღეებშიც დამატებით დაწესებულმა რეგულაციებმაც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.