კობახიძე: ნიკა მელიას მხარდამჭერები თეთრ პერანგებს სპეციალურად იცვამენ

698

ირაკლი კობახიძე გახშირებული ძალადობის შემთხვევებზე საუბრისას ტრადიციულად ოპოზიციისკენ იშვერს ხელს. მისი თქმით, ნიკა მელიას მხარდამჭერები თეთრ პერანგებით განგებ, იმისთვის იცვამენ, რომ შემდეგ პროვოკაცია მოაწყონ და ამ პროვოკაციის კვალი დაეტყოთ

“ნიკა მელიას 4 მხარდამჭერი სპეციალურად თეთრი პერანგებით მივიდა ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე და იწვევდნენ ჩვენს აქტივისტებს. სწორედ იქედან გამომდინარე, რომ მკაცრად იყვნენ ჩვენი აქტივისტები გაფრთხილებული, რომ არ აყოლოდნენ უმძიმეს პროვოკაციასაც კი, არ მოხდა ინცინდენტი. იქაც იყო უმძიმესი პროვოკაცია. თეთრი პერანგები ეცვათ იმისთვის, რომ ამ პროვოკაციის კვალი დატყობოდათ. საღამოს ისინი სხვა ტანსაცმელში გამოწყობილი ნახეს. ეს არის ერთი მაგალითი. ნიკა მელია ვიცით, რომ არის პროფესიონალი პროვოკარტორი, მათგან არ გაგვიკვირდა“ – ამბობს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას 28 სექტემბერს, გლდანულაში ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვები დაუშინეს.