ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის,ზურაბ ჩილინგარაშვილის, სააგიტაციო მასალებს “ქართული ოცნებისა” და “პატრიოტთა ალიანსის” პლაკატები ზემოდან გადააკრეს, – ამის შესახებ “საქართველოს მედია-კლუბს” “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბიდან აცნობეს.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს, ახალციხეში ზურაბ ჩილინგარაშვილის პლაკატებიც ჩამოხიეს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “საქართველოს მედია-კლუბი” საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს “ღია საზოგადოების ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. მონიტორინგის ანგარიშები ორგანიზაციის ვებპლატფორმაზე – www.droa.ge გამოქვეყნდება.