ხმაურის ფონზე წარიმართა საუბანო კომისიებში ნეიტრალური წევრების არჩევა საბურთალოს N მე-2 საარჩევნო ოლქში. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების პროცესზე დაკვირვება სურდათ, თუმცა, შენობაში არ შეუშვეს, რასაც დაპირიპსირება მოჰყვა. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმოამდგენელი, დავით ნებიერეიძე ამბობს, რომ ის, რაც ხდება ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში, არის უკანონობა.
არჩევნებში გაყალბების ლომის წილი, არჩევნებამდე ხდება, ანუ საარჩევნი პროცესის მსვლელობის დროს. რისი შემადგენელი ნაწილიც დღეს არის აი ეს თავხედობა და უკანონობა, რაც ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქში ხდება და აქ ხდება ის, რომ პარტიის წარმომადგენლებს, ოფიციალურ პირებს არ გვიშვებენ ოლქის შენობაში. ამ ოლქს ხელმძღვანელობს ცნობილი ვაკის მთავარი გამყალბებელი თამაზ ფოლადაშვილი, რომელიც არის ამ ხელისუფლების ყურმოჭრილი მონა, – თქვა დავით ნებიერიძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების ინფორმაციით, ნეიტრალური კვოტის ნაცვლად, ცესკომ და ხელისუფლებამ კომისიები “ოცნების” პარტაქტივით დააკომპლექტეს.
ვაკის მე-2 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდიმარე, თამაზ ფოლადაშვილი ამბობს, რომ პირველი სხდომები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. ფოლადაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების პროცესზე შესვლას პროვოკაციას უწოდებს.