2021 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვერსიით, იმერეთის მუნიციპალიტეტები ტრანსფერის სახით 2 175 000 ლარს მიიღებენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ყველაზე მეტი თანხა ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვისაა განკუთვნილი და 250 ათას ლარს შეადგენს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის 240 ათასი ლარია განკუთვნილი, ჭიათურისთვის - 230 ათასი, სამტრედიისა და საჩხერისათვის 190 ათასი ლარის გადაცემა იგეგმება, წყალტუბო 170 ათას ლარს მიიღებს. იგივე ოდენობის თანხაა გაკუთვნილი ტყიბულისთვისაც.
თერჯოლისთვის...
ბევრჯერ მითქვამს ჩვენი ოპონენტებისთვის - ან წიგნი წაიკითხეთ, ან კალკულატორი აიღეთ, ან ელემენტარულ არითმეტიკას მიყევით, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა, რომელიც ექსპერტების მოსაზრებას ეხებოდა საავადმყოფოს 48 მილიონად აშენებასთან დაკავშირებით.
პრემიერმა ამ განცხადებას სისულელე უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ერთი საავადმყოფოს აშენება, ხუთი ათასი საწოლით, ნახევარ მილიარდ დოლარამდე ჯდება.
„რომელმა ჯანდაცვის ან ეკონომიკის ექსპერტმა გითხრათ ასეთი სისულელე 48 მილიონზე? ერთი ჰოსპიტალური ადგილის შექმნა, საავადყოფო რომ...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. როგორც ცნობილია სკვერის მოწყობა "შინმოუსვლელთა პარკის" ტერიტორიაზეა დაგეგმილი.
პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა გაზონი, განთავსდება 20 ლამპიონი, 11 სკამი, 9 ნაგვის ურნა, სასრიალო, აიწონა-დაიწონა, საქანელა, საქანელა სკამი, დაირგვება 17 ძირი ტუია.
ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოებისთვის 99 815 ლარი აქვს გათვალისწინებული. გამარჯვებულმა კომპანიამ სკვერი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მოაწყოს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია, ტურბაზის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული აუქციონის საშუალებით 6 მიწის ნაკვეთს ასხვისებს, თითოეულის საწყისი ფასი 15 000 ლარია.
ჯამში, 6 მიწის ნაკვეთის ფართობი 2 368 კვადრატული მეტრია.
"აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება", - ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.
აუქციონი 9 ოქტომბერს სრულდება.
თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ განახლებულ ჭავჭავაძის გამზირზე "პატარა ხარვეზებია", რომლის გამოსწორებასაც, მისივე სიტყვებით, ყოველდღიურად ცდილობენ.
"პირველი დღეების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. ჩვენ ამას ველოდით, იმიტომ, რომ შუქნიშნების ადაპტირება, სანამ ადამიანები მიეჩვეოდნენ, ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი და ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით.
დღესაც ჩვენ სულ ვართ განახლების, დაკვირვების პროცესში, არის პატარა ხარვეზები, რომლებსაც ვცდილობთ, რომ ყოველდღიურად გამოვასწოროთ, რომ დისკომფორტი...
პარტიული დებატები იქნება, მე არავისგან არასდროს გავქცეულვარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას, მითუმეტეს ამ ბატონებისგან, - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, დათანხმდება თუ არა გიორგი ვაშაძისა და მამუკა ხაზარაძის მიერ შეთავაზებულ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას.
გახარიას განცხადებით, პოლიტიკური დებატები საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„საერთოდ, პოლიტიკური დებატები, მათ შორის პარტიული დებატები საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს დებატები უნდა იყოს საქმიანი, შინაარსობრივი...
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის არსებული წესები უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ ეკონომიკა სხვა ქვეყნებზე სწრაფად აღდგეს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო უნდა იყოს სამაგალითო და აჩვენოს ყველას, რომ ამ პირობებშიც შეიძლება ნორმალური თანაცხოვრება.
"რაც შეეხება სწრაფად ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნებას, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია წესების დაცვა....
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ბიზნესის მხრიდან „ქართული ოცნების" მხარდაჭერა ლოგიკურია. „წინა ხელისუფლების დროს ეს სექტორი ზეწოლას განიცდიდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნებისთვის" წინასაარჩევნოდ შეწირულ თანხებთან დაკავშირებით, სესიაშვილმა კომენტარი მედიასთან გააკეთა.
„ყოველ 4 წელში საპარლამენტო არჩევნებია, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის მომავალი პოლიტიკური ბედი და მმართველი პოლიტიკური ძალა. ბიზნესი, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ეს არის ძალიან ლოგიკური...
წინა სტატია
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მოითხოვონ გალში დაკავებული საქართვლოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას, გათავისუფლება - მთავრობის ადმინისტრაციასთან ამ მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს.
"შეცვალეს" წევრების თქმით, ბებუას საქმეზე სახელმწიფო უწყებების მხრიდან წარმომადგენლებმა ზერელე განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა უნდა უზრუნველყოს საკითხში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ბებუმა ოკუპირებულ გალში, მაშინ როდესაც ადგილობრივი სეპარატისტული მთავრობა ე.წ. “დამოუკიდებლობის დღეებს” ზეიმობდა, დემონსტრაციულად დაწვა თვითაღიარებული აფხაზეთის ე.წ....
ვაკეში ახალი გზის მშენებლობა იგეგმება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკვე მიდის მუშაობა პროექტზე, რომლითაც ყიფშიძის ქუჩა ახალ გზას - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილს შეუერთდება.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული საკითხი მის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს აქვს ჩაბარებული და იგეგმება პროექტის უახლოეს მომავალში მომზადება, ხოლო მომავალ წელს გზის მშენებლობის დაწყება.
მისი თქმით, ყიფშიძის ქუჩა ამჟამად ცხელ წერტილად ითვლება, რადგან განსაკუთრებით პიკის...
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მთაწმინდა-რუსთაველის საბაგიროს დასასრულებლად 8.3 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობას ხელახლა ითხოვს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
პროექტის დასასრულებლად კომპანიამ განაცხადი თავდაპირველად 25 სექტემბერს გააკეთა. მაშინ თბილისის სატრანსპორტო კომპანია უთითებდა, რომ ახალი საბაგიროსთვის ტექნიკური აღჭურვილობა ჯერ კიდევ 2012 წელს, კომპანია Dopplemayr-თან დადებული შეთანხმების შედეგად იყო აწყობილი, თუმცა პროექტის განუხორციელებლობის გამო, მათი საქართველოში იმპორტი...
გვინდა გამოვაცხადოთ აუქციონი იმასთან დაკავშირებით, რომ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდეს ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორიაზე და გამარჯვებულმა კომპანიამ 7 174კვ.მ. ფართობზე ორი წლის ვადაში მოაწყოს 4 ღია საჩოგბურთო კორტი, 1 ღია ან დახურული საცურაო აუზი და 1 სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. ობიექტის პრივატიზაციის პირველადი საწყისი თანხა 5 775 000 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე...
აეროდრომი, თუშეთის ახალი გზა პანკისის გავლით, საბაგირო, კუკუშკა - ამ პროექტების შესრულება თუშეთის გზაზე 2019 წლამდე იგეგმებოდა, თუმცა, კახეთში ამბობენ, რომ ამ დრომდე ხელისუფლებას არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. გაუმართავი და მოუწესრუგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო კი, გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები. ამ თემაზე სიუჟეტს მთავარი ავრცელებს.
8 წლის შემდეგ კახეთში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს დანაპირები არ შეუსრულებია და თავს მოტყუებულად გრძნობენ.
კიდევ...
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის განსათავსებლად შესაბამისი სამუშაოები 19 ოქტომბერს დაიწყება და 2 წელი გაგრძელდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, თბილისის მერია საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის ინფორმაციას, თუ როგორ და რა ფორმით ჩატარდება სამუშაოები.
„დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები. არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ბოლი წლების განმავლობაში და ჩვენ ამ ტენდენციას ვაგრძელებთ, რომ ჩვენი ქალაქი...
„ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის თამარ კორძაიას განცხადებით, პანდემიის პირობებში, არჩევნების დღეს ხელისუფლებას მანიპულაციის ბევრი შესაძლებლობა რჩება.
როგორც კორძაიამ აღნიშნა, დროულად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ მისცემენ კორონავირუსით ინფიცირებული და კარანტინში მყოფი პირები ხმას.
“ცესკო უკვე მუშაობს საკითხებზე და რაც გუშინ გავიგეთ ეს არის ის, რომ ისინი აპირებენ სპეციალური საუბნო კომისიების შექმნას კარანტინის ზონებში, მაგრამ ძალიან ბევრი...
გირჩის ლიდერმა, დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ თბილისის მერიას ოფიციალურად მიმართა 8 ოქტომბერს მუშტაიდის ბაღში წინასაარჩევნო შეხვედრის გამართვის ნებართვისთვის.
საჯარო Facebook პოსტზე მან ამ თხოვნით მერს, კახა კალაძეს მიმართა და იქვე, მუშტაიდში დაგეგმილი საქართველო-ბელარუსის მატჩზე დაპატიჟა.
"ოფიციალური წერილით მოგმართეთ დღეს დილით და იქნებ ოფიციალურად დამიდასტუროთ დღესვე, რომ მუშტაიდის ადმინისტრაციას არანაირი პრობლემა არ შეექმნება, თუ მე ხვალ იქ გავმართავ წინასაარჩევო შეხვედრას და პარალალურად ეკრანზე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































