აეროდრომი, თუშეთის ახალი გზა პანკისის გავლით, საბაგირო, კუკუშკა – ამ პროექტების შესრულება თუშეთის გზაზე 2019 წლამდე იგეგმებოდა, თუმცა, კახეთში ამბობენ, რომ ამ დრომდე ხელისუფლებას არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია. გაუმართავი და მოუწესრუგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის გამო კი, გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები. ამ თემაზე სიუჟეტს მთავარი ავრცელებს.
8 წლის შემდეგ კახეთში ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდს დანაპირები არ შეუსრულებია და თავს მოტყუებულად გრძნობენ.
კიდევ ერთი დაპირება, რის გამოც კახეთში ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს აკრიტიკებენ, ახმეტაში სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის მშენებლობას უკავშირდება. ცენტრის მშენებლობა 105 დღეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, სამუშაოები ნაწილობრივ არის შესრულებული. მოსახლეობა ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში 112-ის შენობა უკვე არსებობს, თუმცა, რეგიონს რეანომობილი არ ჰყავს.
მოსახლეობა რომ ოცნების მხრიდან მოტყუებული დარჩა, ამაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ დაპირებული პროექტების შესრულების ნაცვლად, ფინანსებს არამიზნობრივად ხარჯავს.