თამარ კორძაიას განცხადებით, პანდემიის პირობებში, არჩევნების დღეს ხელისუფლებას მანიპულაციის ბევრი შესაძლებლობა რჩება

415

„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლის თამარ კორძაიას განცხადებით, პანდემიის პირობებში, არჩევნების დღეს ხელისუფლებას მანიპულაციის ბევრი შესაძლებლობა რჩება.

როგორც კორძაიამ აღნიშნა, დროულად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ მისცემენ კორონავირუსით ინფიცირებული და კარანტინში მყოფი პირები ხმას.

“ცესკო უკვე მუშაობს საკითხებზე და რაც გუშინ გავიგეთ ეს არის ის, რომ ისინი აპირებენ სპეციალური საუბნო კომისიების შექმნას კარანტინის ზონებში, მაგრამ ძალიან ბევრი რამ არის ბუნდოვანი: საკარანტინო სივრცეში როგორ მოხდება გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, დამკვირვებელი ორგანიზაციები და მედია როგორ მიიღებენ მონაწილეობას, ვინ უზრუნველყოფს დამკვირვებლებისა და მედიის ეკიპირებას სათანადო ჩაცმულობით ამ ტერიტორიაზე.

ასევე, სრულიად საგანგაშო ვითარებაა თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებთან მიმართებით. ძალიან მაღალი რისკია, რომ ამ ადამიანებს ხმის უფლება წაართვან არასათანადო ადმინისტრირების პირობები. ძალიან ბევრი სამუშაოა ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ბევრი რისკია არჩევნების სამართლიანად და კანონიერად ჩატარების თვალსაზრისით. პანდემიის ვითარებაში ხელისუფლებას ძალიან ბევრი შესაძლებლობა რჩება მანიპულაციისთვის და იმისათვის, რომ მან თავის სასარგებლოდ გამოიყენოს გარკვეული მეთოდები არჩევნების დღეს ინფიცირებულთა თუ სავარაუდოდ ინფიცირებული პირების ხმის მიცემისპროცესში.

ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილებები დროულად არის მისაღები და ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს ისეთი, რომელიც ადამიანებს არ დაუკარგავს ხმის უფლებას, მედიას და დამკვირვებლებს მისცემს შესახლებლობას დააკვირდნენ სრულფასოვნად მთელ პროცესს”,- განაცხადა კორძაიამ.