2021 წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვერსიით, იმერეთის მუნიციპალიტეტები ტრანსფერის სახით 2 175 000 ლარს მიიღებენ. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ყველაზე მეტი თანხა ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვისაა განკუთვნილი და 250 ათას ლარს შეადგენს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტისთვის 240 ათასი ლარია განკუთვნილი, ჭიათურისთვის – 230 ათასი, სამტრედიისა და საჩხერისათვის 190 ათასი ლარის გადაცემა იგეგმება, წყალტუბო 170 ათას ლარს მიიღებს. იგივე ოდენობის თანხაა გაკუთვნილი ტყიბულისთვისაც.
თერჯოლისთვის 160 ათასი ლარია განკუთვნილი. იგივე თანხა უნდა მიიღოს ხონის მუნიციპალიტეტმაც, ვანის მუნიციპალიტეტისთვის ტრანსფერის სახით გადასაცემად გათვალისწინებულია 145 ათასი ლარი, ხარაგაულისთვის – 140 ათასი, ყველაზე ცოტა თანხას ბაღდათის მუნიციპალიტეტი მიიღებს. ტრანსფერის სახით მუნიციპალიტეტისთვის აქ 130 ათასი ლარის გადაცემა იგეგმება.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის პირველი ვარიანტის განხილვა დღეს, 7 ოქტომბერს, იწყება.
ბიუჯეტის პროექტს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დღეს, 7 ოქტომბერს, განიხილავენ.
საქართველოს ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრისთვის უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც ფინანსურ დოკუმენტს მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნებენ.