მეჯვრისხევში “შინმოუსვლელთა პარკის” ტერიტორიაზე სკვერი მოეწყობა

321

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. როგორც ცნობილია სკვერის მოწყობა “შინმოუსვლელთა პარკის” ტერიტორიაზეა დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა გაზონი, განთავსდება 20 ლამპიონი, 11 სკამი, 9 ნაგვის ურნა, სასრიალო, აიწონა-დაიწონა, საქანელა, საქანელა სკამი, დაირგვება 17 ძირი ტუია.

ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოებისთვის 99 815 ლარი აქვს გათვალისწინებული. გამარჯვებულმა კომპანიამ სკვერი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მოაწყოს.