გორის მუნიციპალიტეტის მერია, ტურბაზის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული აუქციონის საშუალებით 6 მიწის ნაკვეთს ასხვისებს, თითოეულის საწყისი ფასი 15 000 ლარია.
ჯამში, 6 მიწის ნაკვეთის ფართობი 2 368 კვადრატული მეტრია.
“აუქციონის პირობად განისაზღვროს შემდეგი: პრივატიზაციიდან 2 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება”, – ვკითხულობთ აუქციონის პირობებში.
აუქციონი 9 ოქტომბერს სრულდება.