სენაკში დღეიდან აქტიური საჭადრაკო ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება.
სენაკის მერიის ინფორმაციით, საჭადრაკო კლუბის დახურვიდან 27 წლის შემდეგ, ქალაქში ჭადრაკის სახლი გაიხსნა, რომელიც საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, სენაკის კოლორიტის მიხეილ ქურდოვანიძის სახელს ატარებს.
“ამ ეტაპზე, ა(ა)იპი ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების" ჭადრაკის სექციაში 50 მოზარდი ირიცხება.
გამორჩეულ და მაღალინტელექტუალურ თამაშს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ლიცენზირებული მწვრთნელები, მერაბ ჯღამაძე და ზურაბ ლიფონავა ასწავლიან.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს თუ მოზრდილებს...
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქმე ეხება „პატრიოტთა ალიანსის“ ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, რომელშიც საზოგადოებრივი აზრის კვლევაა გამოყენებული.
„აღნიშნულ ვიდეო-რგოლში წარმოდგენილი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, კანონის ვალდებულებების შესაბამისად, არ არის წარმოდგენილი და სრულ ინფორმაციას არ შეიცავს. კერძოდ, „პატრიოტთა ალიანსის“ რეკლამაში არ არის მითითებული ცდომილების ფარგლები. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულ ვიდეორგოლში საზოგადოებრივი აზრის კვლევა „საარჩევნო კოდექსთან“ შეუსაბამოდაა გამოყენებული, კომუნიკაციების...
ზუგდიდში ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სამუშაოების მიმდინარეობას თამარ მეფის ქუჩაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო.
მათივე ინფორმაციით, პროექტი სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ხორციელდება. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში საბავშო და სპორტული მოედნები, სკვერები მოეწყობა.
„სამოქალაქო ბიუჯეტი მუნიციპალიტეტში პირველად 2019 წელს დაინერგა. პროექტის ბიუჯეტი 1 000 000 ლარით განისაზღვრა. პროექტის ფარგლებში შემოვიდა 39 საპროექტო წინადადება, აქედან მიმდინარე წელს...
ელენე ხოშტარია ითხოვს, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის ცესკოში რეგისტრაციის 29 ოქტომბრამდე გახანგრძლივებას ითხოვს.
ამ ეტაპზე იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის გამო კარანტინში ან თვითიზოლაციაშია, გადასატანი ყუთიხ მოთხოვნა 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე შეუძლიათ.
"ევროპული საქართველოს" ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ამბობს, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ყველა ადამიანის ხმის უფლებას.
"გუშინ, იმ მომენტისთვის, როცა თვითიზოლაციაში მყოფების 427 ზარი იყო შესული, ცესკომ მხოლოდ 37 ადამიანი დაარეგისტრირა. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს...
"ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" წყალტუბოსა და სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი მის ოლქში ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობს, ჟორჟოლიანმა ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა.
ლილუაშვილი სუს-ის უფროსი ვანის რაიონიდან არის და იქ არის მეტი ხელის გადაგრეხვა, დაშინება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედიიდანაც ძაან ცუდი სიგნალები მოგვდის, რომ უკვე დაიწყეს ბოლო კვირაში" ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი
შეგახსენებთ, ქვეყანაში გადამწყვეტ...
გორისა და კასპის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნანა აღორძინებამ, გინების და შეურაცხმყოფელი კომენტარების გამო, ფეისბუქის მომხმარებლებს პოლიციაში უჩივლა. ამის შესახებ პოლიტიკოსმა qartli.ge-ს განუცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმეს რამე სათქმელი აქვს მასთან, შეუძლიათ პარტიის ოფისში მივიდეს ყველა და პირადად გაესაუბრონ მას:
,,ჩემი ნათქვამი კარგად ვერ გაიგეს, მაგრამ ამდენი უზრდელობა მისაღებია? ვთქვი, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკეებაა საჭირო ტერიტორიების დასაბრუნებლად, რა იყო
აქ გასაღიზიანებელი? ყველა ვინც ილანძღება, ამოვიდეს...
"ევროპულმა საქართველომ" ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ ანაკლიიდან ენგურის საოკუპაციო ხაზამდე საავტომობილო მარში გამართა. მარშში მონაწილეობდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა.
პარტიის პრესსამსახურში აცხაებენ, რომ ენგურის საოკუპაციო ხაზის შემდეგ, მარში ენგურის ხიდთან გადაინაცვლებს, რის შემდეგაც გიგი უგულავა დავით ბაქრაძესთან და გიგა ბოკერიასთან ერთად, დადიანების სასახლის ეზოში, მოსახლეობასთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ.
როგორც პარტიაში აცხადებენ, მარშის მიზანია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთხელ უთხრან ბიძინა...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მედიის წარმომადგენლებს ის რეგულაციები გააცნო, რომელთა შესრულებაც ამომრჩევლებს არჩევნების დღეს მოუწევთ.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, საარჩევნო უბანზე შესულ ამომრჩეველს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე.
„ვისაც პირბადე არ ექნება, მას ადგილზე მისცემენ. ამის შემდეგ ის დეზობარიერს გაივლის. დეზობარიერს დეზინფექცია ყოველ ორ საათში ერთხელ უტარდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი რიგის მომწესრიგებელთან მიდის, აჩვენებს პირადობის მოწმობას და პირბადეს იხსნის, რადგან...
პარტია "ლელოს" წარმომადგენლები "ქართულ ოცნებასა“ და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შეთანხმებულ მოქმედებაში სდებს ბრალს. "ლელოს" ბათუმის ოფისის წარმომადგენლებმა ბათუმის მესამე საჯარო სკოლის შენობაში, რომელშიც ორი - მე-10 და 53-ე საარჩევნო უბანია განთავსებული "ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალა აღმოაჩინა. პარტიაში ამბობენ, რომ ესაა საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მე-10 უბნის თავმჯდომარე ფაქტს უარყოფს ამბობს, რომ ეს მასალები სკოლის შენობის დაცვის...
პოლიტიკური მოძრაობის „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას'' რიგები, აჭარაში პროპორციული სიის რამდენიმე წევრმა და 25-მდე აქტივისტმა დატოვა. ამბობენ, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიაში არსებული პრობლემების გამო მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მოძრაობის უკვე ყოფილი წევრები ირწმუნებიან, რომ არც სახელისუფლებო და არც ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებას არ აპირებენ და ბრძოლას დამოუკიდებლად გააგრძელებენ.
,,პროპორციული სიის რამდენიმე წევრი და 25-მდე აქტივისტი, პოლიტიკური მოძრაობის „დავით ჭიჭინაძე-...
შრომის ინსპექცია ისევ "გირჩის" პოლიტიკური შეხვედრების ადგილებით ინტერესდება. გასულ ღამეს, ინსპექციის წარმომადგენლები 2 ადგილზე - გალაკტიონის ხიდის ქვეშ და შარდენზე მივიდნენ და პარტიის წარმომადგენლების დაჯარიმება იმ მოტივით სცადეს, რომ ღამის 22 საათის შემდეგ გასართობი დაწესებულებების მუშაობა იკრძალება. ინფორმაციას მთავარი ავრცელებს.
თბილისის რამდენიმე ბარი კი "გირჩს" პარტიული საქმიანობისთვის ღამის საათებში საკუთარ ტერიტორიას უთმობს, მათ შორის არის "და ჰაუსი" და "მაკლარენი".
როგორც "გირჩის" წარმომადგენელმა "მთავარს" უთხრა,...
აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსებისას შესაძლო კანონდარღვევის შესწავლა უკვე დაწყვებულია და უწყებაში 12 ადამიანი გასაუბრების მიზნით დაიბარეს კიდეც, თუმცა, მხოლოდ 2 გამოცხადდა. სავარაუდოდ, საუბარია ცენტრ დოსიეს გამოძიებაზე.
"სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, თავისი მანდატის და კომპეტენციის ფარგლებში, დაიწყო მპგ საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების კანონიერების შესწავლა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილია ინფორმაცია შემომწირველი...
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატ გელა ნაკაშიძეს სააგიტაციო ავტომობილი დაუზიანეს
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატ გელა ნაკაშიძეს სააგიტაციო ავტომობილი დაუზიანეს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.
მაჟორიტარობის კანდიდატი მომხდარში პარტია "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას რამდენიმდე დღის წინ ავტომობილიდან საფულეც მოპარეს.
"საღებავით შეღებეს ავტომობილი, რომელიც 8 წელია ერთ კონკრეტულ ადგილზეა დაყენებული და არანაირი დაზიანება არ ჰქონია არასდროს. 20 ოქტომბერს, როცა ქართული ოცნების ოფისთან ვაკეთებდი პერფორმანსს, მანქანიდან მომპარეს საფულე, ყველანაირი დოკუმენტაციით,...
პარტია „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ბეჟან გუნავას ინფორმაციით, პარტიის ოფიციალურ გვერდზე და მისი ლიდერების „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა.
ბეჟან გუნავას შეფასებით, მომხდარი ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაგეგმილი.
,,ორი დღის უკან განხორციელდა კიბერშეტევა ჩემს პირად გვერდზე და პარტიის რამდენიმე ლიდერის გვერდზე. მთლიანად გაუქმებულია პარტიის ოფიციალური გვერდიც. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ახალშექმნილი პარტია და აქედან გამომდინარე ჩვენი სტრატეგია იყო გვემუშავა ჩვენი ოფიციალური ,,ფეისბუქ"...
ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. როგორც „ბათუმის წყლის“ პრესამსახურში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში 15 გრძ.მ-ზე 1000 მმ-იანი სანიაღვრე მილები დამონტაჟდა.
„განხორციელების აუცილებლობა ამორტიზებულმა სანიაღვრე ქსელმა განაპირობა, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბებას იწვევდა და ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში „ბათუმის წყლის“ მიერ 3000 გრძ.მ. ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყო“, - აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რუსთავში, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გაიხსნა. ბიუსტი, რომლის ავტორიც მოქანდაკე ვალერიან ჯიქიაა, ზვიად გამსახურდიას სახელობის სკვერში, საზოგადოება "რუსთაველების" და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში განთავსდა.
ღონისძიებას, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საზოგადოება "რუსთაველების“ დამფუძნებლები, "ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
"რამდენიმე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































