ცესკო-მ დღეს მედიის წარმომადგენლებს ის რეგულაციები გააცნო, რომელთა შესრულებაც ამომრჩევლებს არჩევნების დღეს მოუწევთ

409

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს მედიის წარმომადგენლებს ის რეგულაციები გააცნო, რომელთა შესრულებაც ამომრჩევლებს არჩევნების დღეს მოუწევთ.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ განაცხადა, საარჩევნო უბანზე შესულ ამომრჩეველს აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე.

„ვისაც პირბადე არ ექნება, მას ადგილზე მისცემენ. ამის შემდეგ ის დეზობარიერს გაივლის. დეზობარიერს დეზინფექცია ყოველ ორ საათში ერთხელ უტარდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი რიგის მომწესრიგებელთან მიდის, აჩვენებს პირადობის მოწმობას და პირბადეს იხსნის, რადგან მისი იდენტიფიცირება მოხდეს. პირბადის გაკეთების შემდეგ, მარკირება მოწმდება და ამის შემდეგ ხელზე დეზინფექცია უტარდება, მიდის მაგიდასთან. პირადობის მოწმობის გადაცემის შემდეგ, ამომრჩეველია კვლავ მოიხსნას პირბადეს და აიღებს ინდივიდუალურ კალამს, რომლითაც ხელს მოაწერს. იღებს მისთვის განკუთვნილ ბიულეტენს და ამის შემდეგ შედის კაბინაში. კაბინა კივიდპანდემიის გამო შეცვლილია და ის მთლიანად დახურული არ იქნება მისი განიავება უფრო ინტენსიურად მოხდება. როდესაც ამომრჩეველი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, კალამს სპეციალურ ურნაში აგდებს და ამის შემდეგ ხდება ბიულეტინის ყუთში ჩაგდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს“, – განაცხადა ჟვანიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.