რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატ გელა ნაკაშიძეს სააგიტაციო ავტომობილი დაუზიანეს

662

რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელ კანდიდატ გელა ნაკაშიძეს სააგიტაციო ავტომობილი დაუზიანეს. ამის შესახებ ინფო რუსთავი წერს.

მაჟორიტარობის კანდიდატი მომხდარში პარტია “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას რამდენიმდე დღის წინ ავტომობილიდან საფულეც მოპარეს.

“საღებავით შეღებეს ავტომობილი, რომელიც 8 წელია ერთ კონკრეტულ ადგილზეა დაყენებული და არანაირი დაზიანება არ ჰქონია არასდროს. 20 ოქტომბერს, როცა ქართული ოცნების ოფისთან ვაკეთებდი პერფორმანსს, მანქანიდან მომპარეს საფულე, ყველანაირი დოკუმენტაციით, შემდეგ ანგარიშიდან მომიხსნეს 300 ლარი. ეს მოხდა ოცნების ოფისთან, იქ სხვა არავინ არ იყო. როგორც ჩანს დამნაშავეებს გაუტკბათ. პოლიციაში გაცხადებული იყო, პოლიცია არაფერს არ აკეთებს 3 დღის განავლობაში და ხელს აფარებს მათ. დაინახეს, რომ უალტერნატივო ვარ, ამიტომაც ამ ყველლაფერს ვუკავშირებ ქართულ ოცნებას, თუმცა მე მაინც არ ვჩერდები, მე მაინც ვაგრძელებ ბრძოლას”, – განაცხადა გელა ნაკაშიძემ.