ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო

389

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. როგორც „ბათუმის წყლის“ პრესამსახურში აცხადებენ, სამუშაოების ფარგლებში 15 გრძ.მ-ზე 1000 მმ-იანი სანიაღვრე მილები დამონტაჟდა.

„განხორციელების აუცილებლობა ამორტიზებულმა სანიაღვრე ქსელმა განაპირობა, რომელიც გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბებას იწვევდა და ძლიერი წვიმის დროს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში „ბათუმის წყლის“ მიერ 3000 გრძ.მ. ახალი სანიაღვრე სისტემა მოეწყო“, – აღნიშნულია „ბათუმის წყლის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.