ჟორჟოლიანი: სუს-ის უფროსი ვანიდან არის და იქ მეტია ხელის გადაგრეხვა, დაშინება, სამტრედიიდანაც ცუდი სიგნალები მოგვდის

465

“ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წყალტუბოსა და სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი მის ოლქში ამომრჩევლის დაშინებაზე საუბრობს, ჟორჟოლიანმა ამის შესახებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა.

ლილუაშვილი სუს-ის უფროსი ვანის რაიონიდან არის და იქ არის მეტი ხელის გადაგრეხვა, დაშინება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სამტრედიიდანაც ძაან ცუდი სიგნალები მოგვდის, რომ უკვე დაიწყეს ბოლო კვირაში” ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი

შეგახსენებთ, ქვეყანაში გადამწყვეტ არჩევნებამდე 1 კვირაც აღარ დარჩა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.