„ევროპულმა საქართველომ” ანაკლიიდან ენგურის საოკუპაციო ხაზამდე საავტომობილო მარში გამართა

394

“ევროპულმა საქართველომ” ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ ანაკლიიდან ენგურის საოკუპაციო ხაზამდე საავტომობილო მარში გამართა. მარშში მონაწილეობდა ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა.

პარტიის პრესსამსახურში აცხაებენ, რომ ენგურის საოკუპაციო ხაზის შემდეგ, მარში ენგურის ხიდთან გადაინაცვლებს, რის შემდეგაც გიგი უგულავა დავით ბაქრაძესთან და გიგა ბოკერიასთან ერთად, დადიანების სასახლის ეზოში, მოსახლეობასთან შემაჯამებელ შეხვედრას გამართავენ.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მარშის მიზანია, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, კიდევ ერთხელ უთხრან ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი მმართველობის დრო დასრულდა და მხოლოდ „ევროპულ საქართველოს“ შეუძლია მოიტანოს ის გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც ქვეყნის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს.