ბეჟან გუნავა: პარტიისა და ლიდერების „ფეისბუქ“ გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა

421

პარტია „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ბეჟან გუნავას ინფორმაციით, პარტიის ოფიციალურ გვერდზე და მისი ლიდერების „ფეისბუქის“ პირად გვერდებზე კიბერშეტევა განხორციელდა.

ბეჟან გუნავას შეფასებით, მომხდარი ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაგეგმილი.

,,ორი დღის უკან განხორციელდა კიბერშეტევა ჩემს პირად გვერდზე და პარტიის რამდენიმე ლიდერის გვერდზე. მთლიანად გაუქმებულია პარტიის ოფიციალური გვერდიც. მოგეხსენებათ, ჩვენ ვართ ახალშექმნილი პარტია და აქედან გამომდინარე ჩვენი სტრატეგია იყო გვემუშავა ჩვენი ოფიციალური ,,ფეისბუქ” გვერდით. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ეჭვი, რომ ეს კიბერშეტევა განხორციელებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურების დაგეგმარებით. აღნიშნულ საქმეზე აღძრულია საქმე, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ იყოს გამოძიებული. ეს არის წინასაარჩევნო კამპანიაში უხეში ჩარევა, 1 კვირით ადრე ჩვენი სოციალური ქსელები არის გაუქმებული. ხვალ გვექნება ძალიან სერიოზული აქცია, სახელმწიფო აუდიტის შენობასთან. წარმოვადგენთ სერიოზულ ფაქტებს წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რასაც ამ საქმესთანაც პირდაპირი კავშირი აქვს“, – აღნიშნა ბეჟან გუნავამ.