ხოშტარია ითხოვს, თვითიზოლაციაში მყოფებს გადასატანი ყუთის მოთხოვნა 29 ოქტომბრამდე შეეძლოთ

415

ელენე ხოშტარია ითხოვს, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანებისთვის ცესკოში რეგისტრაციის 29 ოქტომბრამდე გახანგრძლივებას ითხოვს.

ამ ეტაპზე იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის გამო კარანტინში ან თვითიზოლაციაშია, გადასატანი ყუთიხ მოთხოვნა 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე შეუძლიათ.

“ევროპული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი ამბობს, რომ სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ყველა ადამიანის ხმის უფლებას.

“გუშინ, იმ მომენტისთვის, როცა თვითიზოლაციაში მყოფების 427 ზარი იყო შესული, ცესკომ მხოლოდ 37 ადამიანი დაარეგისტრირა. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს მათ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას.

ვადა 24-დან 26 ოქტომბრამდე აბსოლუტურად არაგონივრული ვადაა, ერთი მხრივ, არ არის საკმარისი ეს დრო, რომ ადამიანები დაუკავშირდნენ, რადგან ხაზები არის გადატვირთული და, მეორე მხრივ, ეს ზღუდავს იმ ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, რომლებიც ვალდებულები იქნებიან თვითიზოლაციაში გადავიდნენ 27 ოქტომბრის შემდეგ”. – თქვა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ გადასატან ყუთს პარტიული კუთვნილების მიხედვით არეგისტრირებენ.

“მკაფიოდ ჩანს, რომ ხელისუფლება, რომელიც აბსოლუტურად მოუწესრიგებელია COVID-ვითარების მართვაში გარდა ამისა, გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ დარეგისტრირება ხდება პარტიული მანიპულირებით და ხდება იმ ადამიანების დარეგისტრირება, რომლებიც მათ აწყობთ და არ არეგისტრირებენ იმ ადამიანებს, რომლებიც მათ არ აწყობთ”. – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ცესკოს განცხადებით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით თვითიზოლაციაში მყოფმა 900-მდე ადამიანმა გამოთქვა, თუმცა, ზოგიერთი მათი ნაწილი არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის მიმღებთა კრიტერიუმებს.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.