ბათუმში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელის გიორგი მანველიძის განცხადებით, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ აჭარაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და აქტივისტებმა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანზორ ბოლქვაძის ამომრჩევლებთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს. გიორგი მანველიძის ინფორმაციით, ინციდენტში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული ფირუზ წულუკიძის ძმაც მონაწილეობდა, რომელმაც ძმის გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში არაერთი აქცია გამართა. "გუშინ, ხულოს რაიონში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატებს წინასაარჩევნო შეხვედრისას „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა მოუწყვეს პროვოკაცია,...
სოფელ ფახრალოს მოსახლეობას გაზის, სასმელი წყლის, ნაგვის ურნების, სპორტული მოედნისა და კულტურული ცენტრის არ არსებობის პრობლემები აწუხებთ. სოფლის მოსახლეობა ძირითადად შიდა გზების ცუდ მდგომარეობაში ყოფნის გამო წუხან. მათი თქმით, წლებია სოფელში შიდა გზები ცუდ მდგომარეობაშია რის გამოც წვიმის დროს გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.  სოფლის მოსახლეობის თქმით, ტალახიანი გზების გამო, მოსწავლეებს სკოლაში წასვლაც უჭირთ. ამბობენ, რომ ადგილობრივ...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის 4 სექტემბერს მიიღო განკარგულება რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტში არსებულ ხე-მცენარეებზე საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალა, მაგრამ ვერ განსაზღვრა, თუ ვინ უნდა დააჯარიმოს პოლიტიკური პარტიები. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.  მიუხედავად საკრებულოს განკარგულებისა, ქალაქ მარნეულში ყველა ხე სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების წინასაარჩევნო პლაკატებითაა მორთული. ძნელად შეხვდებით ისეთ ხეს საიდანაც მარნეულის და გარდაბნის ერთი მაჟორიტარი კანდიდატი მაინც არ იყურება. მარნეულის საკრებულომ...
ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოქრიაშვილს თავისი აგიტატორებისთვის გადახდილი თანხები დეკლარირებული არ აქვს. „ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი. იგივე ხდება მცხეთა-მთიანეთში და კიდევ რამდენიმე სხვა ოლქში. ძალიან დიდ ფულს არიგებს კახა...
აჭარის უმაღლეს საბჭოში „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და ბიუჯეტის შესაბამისი პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვის პროცედურები იწყება. აჭარის უმაღლესი საბჭოს ცნობით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს 26-ე სხდომაზე მიიღეს.კომიტეტებს მთავარი საფინანსო კანონისა და მისი თანმდევი დოკუმენტის განხილვის ვადად -17 , წამყვან კომიტეტს კი -19 ნოემბერი განესაზღვრათ. „ბიუროს გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს კომიტეტები ანალოგიურ ვადაში განიხილავენ 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი...
წინა სტატია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ყველა ის მონაცემი, რომლის მიწოდებაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის აუცილებელი იყო, დროულად იქნა მიწოდებული. როგორც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თითოეული მოქალაქის ხმის მიცემის უფლება უზრუნველყოფილი იქნება. „სიებთან დაკავშირებით როგორ საოპერაციო შტაბმა, ისე ჯანდაცვის სამინისტრომ საკმაოდ აქტიურად იმუშავა. ყველა ის მონაცემი, რომლის მიწოდებაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის იყო აუცილებელი, დროულად იქნა მიწოდებული. თითოეული მოქალაქის ხმის მიცემა...
"გირჩის" ლიდერისა და დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, აუდიტის სამსახურმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე, პარტიას სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ჯაფარიძემ, Facebook live-ში ილაპარაკა, რომელიც საქალაქო სასამართლოდან ჩართო. "საქალაქო სასამართლოსთან ვართ, სამი დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამართლოში გვიჩივლეს, რომ დაგვაკარგინონ დრო. აუდიტის სამსახური გვიჩივის, რომ გირჩი TV - მ გაუშვა თურმე, პარტია გირჩის რეკლამა უფასოდ, დედითმამლუქი...
„ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო დღისთვის გასცა განკარგულება, რომლის მიხედვით სოფლის რწმუნებულები, მერიის და გამგეობის თანამშრომლები არასამთავრობო ორგანიზაციის ე.წ. ბეიჯებით იდგებიან კაბინასთან და ადამიანებს აიძულებენ, რომ კაბინიდან გახსნილი ბიულეტენებით გამოვიდნენ. გოგორიშვილის განცხადებით, ეს არის კონსტიტუციის და საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევა, რომელზეც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა რეაგირება უნდა მოახდინონ. „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ აგებს არჩევნებს და საარჩევნო დღისთვის...
წინა სტატია გალში დაკავებული ირაკლი ბებუას ოჯახი მის გათავისუფლებას და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანას ითხოვს. ბებუას ახლობლები ამბობენ, რომ მას არაერთი მძიმე დაავადება აქვს და ამის გამო არ გამორიცხავენ, რომ იზოლატორში დაკავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს. ოჯახის ინფორმაციით, აფხაზეთის დროშის დაწვის გამო დაკავებული ბებუა წითელმა ჯვარმა უკვე მოინახულა, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის  შესახებ დეტალურ ინფორმაციაზე წვდომა არ მათ ჰქონიათ. "რამდენიმე დრის წინ წითელმა...
წყალმომარაგების კომპანიამ, დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბულაჩაურის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 5 ნოემბრამდე შეეძლებათ. როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აღნიშნავენ, პროექტის ღირებულება 7 მლნ ლარზე მეტს შეადგენს. „სოფელ ბულაჩაურში, მოძველებული და ამორტიზებული სისტემის გამო, არსებული წყლის დებიტი ვერ უზრუნველყოფს მოსახლოების სტაბილურ წყალმომარაგებას. პროექტი ითვალისწინებს სატუმბო სადგურის, რეზერვუარებისა და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემის მოწყობას. გარდა ამისა მოხდება...
„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი სოფელ ტყაიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ საარჩევნო პროგრამა გააცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს. ჩიქოვანის განცხადებით, შეხვედრებმა პოზიტიურ გარემოში ჩაიარა. ,,ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა სოფელ ტყაიაში, ეს სოფელი არის ძირძველი ზუგდიდური სოფელი, სადაც ჩემი ოჯახის ძირია. შეხვედრაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა სითბო, მხარდაჭერა და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ...
ქართველები იმსახურებენ, რომ წელს ხმა მისცენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფენ ანდერსონთან საუბარში, რომელშიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ამერიკის პოზიციისა და ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის შესახებ საუბრობს. ინტერვიუს ჩანაწერს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა რა თქმა...
საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ წალენჯიხაში გამართული პრეზენტაციის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ადგილობრივ ოჯახებს ეწვია და გაზიფიცირების ქსელთან მიერთება პირადად მიულოცა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ორ ოჯახს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ საჩუქრად გაზქურებიც გადასცა. „მოხარული ვარ, რომ დღეს მომეცა საშუალება, ადგილობრივ ოჯახებში სიმბოლურად ამენთო გაზქურა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც რამდენიმე თვის წინ ვიყავით და შევპირდით...
„ქართულმა ოცნებამ“ ჩააფლავა რეაქცია ეკონომიკურ კრიზისზე, ჩააფლავა რეაქცია კორონაზე, კრიმინალზე, ანუ ყველა მიმართულებით ხელმოცარულები არიან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, „ოცნებას” ამომრჩევლის ზეწოლა და მოსყიდვა ვერ უშველის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს, რადგან ქვეყანაში გარდამტეხი ცვლილებები მოხდება. „ამ არჩევნებზე, ისევე როგორც ადრე, „ქართული ოცნება“ მის ხელთ არსებულ ყველა არალეგიტიმურ ინსტრუმენტს იყენებს, როგორიც არის ბიუროკრატიული, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ზეწოლა,...
წინა სტატია ბათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასრულდა. 27 ოქტომბერს დასრულებული სტადიონი ოფიციალურად გიხსნა. სტადიონის გახსნას პანდემიის გამო ფეხბურთის გულშემატკივარი არ დასწრებია. ცნობისთვის, ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 141 მლნ ლარით დაფინანსდა. ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების...
ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მაღალი რისკის შემცველი, ვიდრე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მოუწოდა მოქალაქეებს, 31 ოქტომბერს გააკეთონ თავიანთი არჩევანი, რადგან, პრემიერის თქმით, ეს არის თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლის წინაშე. „ჩვენს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში ვიზიტი შეიძლება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ