მეზვრიშვილი: თვითიზოლაციაში მყოფების ყველა მონაცემი დროულად იქნა მიწოდებული და თითოეული მოქალაქის ხმის მიცემა უზრუნველყოფილი იქნება

375

წინა სტატია

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების ყველა ის მონაცემი, რომლის მიწოდებაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის აუცილებელი იყო, დროულად იქნა მიწოდებული.

როგორც მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თითოეული მოქალაქის ხმის მიცემის უფლება უზრუნველყოფილი იქნება.

„სიებთან დაკავშირებით როგორ საოპერაციო შტაბმა, ისე ჯანდაცვის სამინისტრომ საკმაოდ აქტიურად იმუშავა. ყველა ის მონაცემი, რომლის მიწოდებაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის იყო აუცილებელი, დროულად იქნა მიწოდებული. თითოეული მოქალაქის ხმის მიცემა უზრუნველყოფილი იქნება და ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა იმუშავეს, ვგულისხმობ როგორც კარანტინში მყოფ პირებს, ისე საავადმყოფოში მოთავსებულ კოვიდინფიცირებულებს. თითოეული ამ ადამიანის ხმის მიცემის უფლება უზრუნველყოფილი იქნება და ამისთვის შესაბამისმა ორგანოებმა ყველაფერი გააკეთეს. როგორც იცით, რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა, ყველას მიეცა შესაბამისი ზარის და შეტყობინების განხორციელების შესაძლებლობა“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.