ბათუმში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასრულდა. 27 ოქტომბერს დასრულებული სტადიონი ოფიციალურად გიხსნა.
სტადიონის გახსნას პანდემიის გამო ფეხბურთის გულშემატკივარი არ დასწრებია.
ცნობისთვის, ბათუმის სტადიონის მშენებლობას 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა საფუძველი. სამშენებლო სამუშაოები შპს „ანაგმა“ შეასრულა. სტადიონის მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 141 მლნ ლარით დაფინანსდა.
ბათუმის საფეხბურთო სტადიონი 20 000 მაყურებელზეა გათვლილი. უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი უახლესი მოდელის განათების, გახმოვანების და სხვა სისტემებით აღიჭურვა.
საფეხბურთო სტადიონი ქართული ცეკვა “ხორუმის’ მოტივებზე აშენდა. ფასადის მწყობრად ჩალაგებული ფიგურები მოცეკვავეების მოძრაობებს ასახავს. სტადიონის ფასადზე თანამედროვე განათების სისტემა დამონტაჟდა, რომელიც შესაბამისი მატჩის მიხედვით, სხვადასხვა ფერით განათდება (საქართველოს დროშის, საქართველოს გერბის, აჭარის დროშის და სხვა.).
ბათუმის სტადიონი აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. საფეხბურთო სტადიონი, გარდა სპორტული აქტივობებისა, სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებასაც უმასპინძლებს.