წინა სტატია
როგორც ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, ბოლნისის 55-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთი ადგილზეა. რაც შეეხება ყუთის გატაცების მცდელობას, ამასთან დაკავშირებით, ვიძიებთ ინფორმაციას, თუმცა მთავარი არის ის, რომ საარჩევნო უბანზე არის ყუთი, ის არავის გაუტაცია და მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი, - ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
„რამდენადაც მე ვფლობ ინფორმაციას, ყველა სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და მედიაორგანიზაციის წარმომადგენლებს აქვთ მუშაობის შესაძლებლობა. არ...
დღის 14:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კენჭისყრის პროცედურები ცალკეულ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობს.
ძირითადად, დარღვევები ეხება კენჭისყრის ფარულობას, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლს, დამკვირვებლის მიერ უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლას.
წარმოგიდგენთ 10:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში დაფიქსირებულ დარღვევებს:
დამკვირვებლის უფლებამოსილების განხორციელების ხელშეშლა:
თელავის #5 უბანზე საიას დამკვირვებელი ყოფნისას ტელეფონით აფიქსირებდა დარღვევის ფაქტს, კომისიის წევრებმა წაართვეს დამკვირვებელს მობილური, წაუშალეს ფოტო და გამოაძევეს უბნიდან;
მარნეულის...
წყალტუბოს სოფელ, ტყაჩირში საარჩევნო უბანთან "ქართული ოცნების" აქტივისტები პარტიის მხარდამჭერების მისვლას სიებით აკონტროლებენ. ინფორმაციას "ქუთაისი პოსტი" ავრცელებს
ისინი სახელით და გვარის მიხედვით პლიუსით აღნიშნავენ იმ ამომრჩევლებს, რომლებმაც კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა უკვე მიიღეს.
თბილისში ერთ-ერთი საარჩევნო უბნის მიმდებარედ შეკრებილმა პირებმა ჟურნალისტებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და აგინეს. მთავარი არხის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ამ ფაქტს შეესწრო პოლიცია, რომელსაც არანაირი რეაგირება არ ჰქონია. ამის შესახებ On.ge წერს.
ჟურნალისტის შენიშვნაზე, პოლიციელს ემოქმედა, როცა მას შეურაცხყოფას აყენებდნენ, სამართალდამცავი პასუხობს — "მაცადე, ერთი წამით" — და ტელეფონში მესიჯის წერას აგრძელებს.
ამ დროს ჟურნალისტს ეუბნებიან — "შუერაცხყოფებს კი...
"ევროპული საქართველო" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, საარჩევნო უბნებზე ყოველწუთიერად ხდება დარღვევები. კაპანაძე ამბობს, რომ ფოთში, პირველ საარჩევნო უბანზე მისულ 4 ამომრჩეველს თავიანთი სახელისა და გვარის გასწრივ დახვდათ ხელმოწერები, ასევე ხობში, მე-12 უბანთან ადგილობრივი სკოლის დირექტორი აშინებს ამომრჩეველს სოციალური დახმარების მოხსნით, თუ ისინი მმართველ პარტიას არ დაუჭერენ მხარს.
"ჩვენ დღის განმავლობაში ვხედავთ ძალიან ბევრ დარღვევას და ახლა მინდა, ამ...
ზუგდიდში არჩევნების დღეს სამხედრო მანქანები დააფიქსირეს. ავტომანქანებში, სავარაუდოდ, სამართალდამცველები სხედან. შსს–ში აცხადებენ, რომ ამ ფაქტზე მოგვიანებით გაკეთდება კომენტარი.
ცნობისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აცხადებს, რომ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სთხოვენ სამხედრო ფორმებში გამოცხადებას და მზადყოფნას სხვადასხვა მიმართულებით გასაგზავნად.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარტიის დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე აძევებენ.
როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ასეთი დარღვევები დაფიქსირდა 75-ე, 62-ე, 73-ე და 67-ე უბნებზე.
მისივე თქმით, 72-ე უბნის შესასვლელთან ოცნების აგიტატორები ამომრჩეველთა სიებით დგანან, რითაც კანონს არღვევენ.
"ძირითადად არის დარღვევები, რომელიც ეხება ჩვენი დამკვირვებლების უფლების შეზღუდვას, კერძოდ 41-ე მუხლის დარღვევას და მათ გამოძევებას საარჩევნო უბნებიდან ყოველგვარი მიზეზის გარეშე....
ქვემო ქართლში, ბოლნისის სოფელ ნახიდურის საარჩევნო ოლქთან "ოცნების" კოორდინატორებმა და აგიტატორებმა ამომრჩევლები მიკროავტობუსებით მიიყვანეს და ეს ფაქტი არც დაუმალავთ.
"აგიტატორი ვარ, მთავრობას ვაძლევთ ხმას," – ამბობს ერთ–ერთი აგიტატორი რუსულად, "მთავართან" საუბრისას და ამატებს, რომ ხალხი, რომელიც მიკროავტობუსით სოფლიდან მიიყვანა, მისი ნათესავები და მეზობლები არიან.
სავსე მიკროავტობუსის დანარჩენი მგზავრები კი ამბობენ, რომ არ იციან საიდან მივიდნენ.
ერთ კაბინაში შესული ამომრჩევლები დაფიქსრიდნენ ასევე სოფელ...
ქუთაისის N 22 - ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე უცნობი პირები სიებს ავსებენ.
ამ სიებით საარჩევნო უბანში შესულ ამომრჩევლებს აკონტროლებენ და ამას საკუთარი სურვილით აკეთებენ.
,,გვაინტერესებს რამდენად აქტიური იქნება ამომრჩეველი, მე არავის პარტიიდან არ ვარ, უბრალოდ მოქალაქე ვარ", - ამბობს ერთ-ერთი პირი, რომელმაც არც სახელის და გვარის დასახლეება ისურვა და არც ის დააკონკრეტა, ვისი დავალებით აკონტროლებს ამომრჩეველთა ნაკადს საარჩევნო უბანზე.
თუმცა, ისინი დავალებებს...
რეგისტრატორები, რომლებმაც ბიულეტენების მოხევისას საარჩევნო სუბიექტის - "ევროპული საქართველოს" ნომერიც მოახიეს, ცესკომ პროცესიდან მოხსნა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეგისტრატორების კომისიის სხვა წევრებით ჩაანაცვლეს.
ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის თქმით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენებიდან N2 არის მოხეული ისე, რომ ამომრჩეველს არ აქვს საშუალება, "ევროპულ საქართველოს" ხმა მისცეს.
ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ვაკის ოლქსა და მარნეულის 47...
წინა სტატია
მარნეულის 89-ე უბანთან მორიგი ჩხუბი იყო. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და "პლატფორმა 2020-ის" დამკვირვებლები უბნებიდან გააძევეს.
დაემუქრნენ "პლატფორმა 2020-ის" მობილური ჯგუფის წევრს, დამკვირვებელ დავით ქიმაძესაც.
საარჩევნო უბანთან დაპირისპირების ერთერთ ორგანიზატორად საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე სახელდება.
"მოვიდა მთავარი მოძალადეც, ამირან გიორგაძე, რომელიც, ასევე იყო ჩვენზე ძალადობის მთავარი ორგანიზატორი", - ამბობს "პლატფორმა 2020"-ის წარმომადგენელი, გიორგი მუმლაძე.
როგორც ამირან გიორგაძე ამბობს, ის მარნეულში საარჩევნო უბნებზე ვითარების დასაწყნარებლად და "ნაციონალური მოძრაობის"...
12:00 საათის მონაცემებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამომრჩევლის აქტივობამ 19.41% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა ამ დროისთვის, 681 583 ამომრჩეველმა მისცა.
„ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 28.3 % ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აჭარაში - 17,9%," განაცხადა ანა მიქელაძემ.
"ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის უფროსი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ დღის განმავლობაში საარჩევნო უბანზე ბევრი დარღვევა გამოვლინდა.
მისი თქმით, ფოთში პირველ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლებმა, რომლებიც ხმის მისაცემად მივიდნენ, აღმოაჩინეს, რომ მათ ხმა უკვე მიცემული ჰქონდათ.
"ჩვენ დღის განმავლობაში ვხედავთ ძალიან ბევრ დარღვევას. გვაქვს კონკრეტული შემთხვევები როდესაც ამომრჩეველი, რომელიც მივიდა ხმის მისაცემად, მაგალითი არის ფოთში პირველი საარჩევნო უბანი, აღმოაჩინა რომ მას უკვე ხმა...
ხარაგაულის მეორე უბანზე, "ქართული ოცნების" კოორდინატორს ფურცლები დაუვარდა, სადაც ჩამოწერილია ადამიანთა სია, მიწერელია სახელ-გვარები და ტელეფონის ნომრები, ასევე, წარწერა "50+" ზოგან კი "50ლ". ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
ერთერთ ფურცელზე კი წერია: "10 კაცი ახალია მოსაძებნი, 30 კაცის პირადობა და ტელეფონი". ფოტოებზე, რომელიც "მთავარ არხს" მიაწოდეს, ასევე, წარწერებია ბოლო კარდაკარის მონაცემებზე.
ახალციხის N4 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები კაბინიდან ღია ბიულეტენებით გამოდიან. დამკვირვებლებს და კომისიის წევრებს შეუძლიათ, მოქალაქის მიერ შემოხაზული კანდიდატის დანახვა. აღნიშნულთან დაკავშირებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" წარმომადგენელმა საჩივარი დაწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
"ამომრჩეველი გამოდიოდა კაბინიდან გაშლილი ბიულეტენით, მე მოვუწოდებდი, რომ დაეკეცა, არ დაკეცა და მე რა ვუყო?! სანამ თქვენთან გამოვიდოდი, მაგას ვყვიროდი, რომ დაკეცილი ბიულეტენებით გამოვიდნენ", – ამბობს უბნის თავმჯდომარე ვანო მოდებაძე.
კაბინიდან...
"გაერთიანებული ოპოზიციის" წევრის, თამარ კორძაიას, ინფორმაციით, საარჩევნო კომისიების სხდომებს სუს-ი ფარულად აყურადებს. ამას ადასტურებს ფოტომასალები, სადაც ჩანს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების საუბარს სუს-ის წევრები ერთმანეთს პირადი შეტყობინებების სახით უგზავნიან.
ამასთან, ფიქსირდება შემთხვევები, როცა ოპოზიციის მხარდამჭერებს პირადობის მოწმობებს ართმევენ და ხმის მიცემის შესაძლებლობას არ აძლევენ.
"სოფელ ხაშმში, ლამარა ჯანიაშვილს პირადობის მოწმობა გამოართვა ციალა ჩიტრეკიშვილმა, ხოლო ნაზიკო კერესელიძეს - მზია ქარუმიძემ. ასევე, საგარეჯოში ხალადინ ოღლიმ პირადობის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































