ერთ კაბინაში შესული რამდენიმე ამომრჩეველი – ბოლნისის სოფელ ნახიდურში ხმა კოლექტიურად მისცეს

377

ქვემო ქართლში, ბოლნისის სოფელ ნახიდურის საარჩევნო ოლქთან “ოცნების” კოორდინატორებმა და აგიტატორებმა ამომრჩევლები მიკროავტობუსებით მიიყვანეს და ეს ფაქტი არც დაუმალავთ.

“აგიტატორი ვარ, მთავრობას ვაძლევთ ხმას,” – ამბობს ერთ–ერთი აგიტატორი რუსულად, “მთავართან” საუბრისას და ამატებს, რომ ხალხი, რომელიც მიკროავტობუსით სოფლიდან მიიყვანა, მისი ნათესავები და მეზობლები არიან.

სავსე მიკროავტობუსის დანარჩენი მგზავრები კი ამბობენ, რომ არ იციან საიდან მივიდნენ.

ერთ კაბინაში შესული ამომრჩევლები დაფიქსრიდნენ ასევე სოფელ ნახიდურის ერთერთ ოლქში. ამომრჩევლებმა ხმა ერთად მისცეს

ოლქის დამკვირვებლისგან კი შენიშვნა მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც დარღვევა “მთავარი არხის” ჟურანლისტებმა დააფიქსირეს.

ნახიდურის ერთ-ერთ ოლქთან, არასამთავრობო ორგანიზაციამ, პლატფორმა “2020”–მა, გადაიღო დაცვის პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც არ განმარტავენ რატომ დგანან საარჩევნო ოლქთან, იქ მისულ ამომრჩევლებს კი სურათებს უღებენ.

ნახიდურის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქთან “ოცნების” მაისურებიანი აგიტატორებიც დგანან.