რეგისტრატორები, რომლებმაც ბიულეტენების მოხევისას საარჩევნო სუბიექტის – “ევროპული საქართველოს” ნომერიც მოახიეს, ცესკომ პროცესიდან მოხსნა, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეგისტრატორების კომისიის სხვა წევრებით ჩაანაცვლეს.
ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის უფროსის, სერგი კაპანაძის თქმით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე ბიულეტენებიდან N2 არის მოხეული ისე, რომ ამომრჩეველს არ აქვს საშუალება, “ევროპულ საქართველოს” ხმა მისცეს.
ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ვაკის ოლქსა და მარნეულის 47 უბანზე.